Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძე: პარკირების ჯარიმიდან შემოსული თანხა სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებას მოხმარდება

22 მარტი, 2018 10:47

თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ კომპანია „სითი პარკის" მხრიდან მცდელობაა, ხელშეკრულების გაწყვეტის პროცესი განიხილოს პოლიტიკურ ჭრილში, რაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. 

მისივე თქმით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანია" 10 აპრილიდან შესაბამის სამუშაოებს დაიწყებს კეთილსინდისიერად და არ იქნება ორიენტირებული ჯარიმების გზით საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე.

„პარკირების საფასურიდან შემოსული ყოველი თეთრი მოხმარდება თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებას და არსებული პრობლემების მოგვარებას.

ჩვენ ბიზნესთან გვაქვს ჯანსაღი, სამართლებრივ საფუძვლებზე დამყარებული ურთიერთობა. მერიის კარი ყოველთვის ღიაა ბიზნესსექტორისთვის. ჩვენ მივესალმებით, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების, მათ შორის ისრაელის კომპანიების ბიზნესაქტივობებს. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ მათი წინადადებები და ზოგადად ხელი შევუწყოთ ბიზნესის განვითარებას ჩვენს ქალაქში," - განაცხადა კალაძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^