Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

1 ივლისიდან შენობაში ხმაურის გადამეტება შესაძლოა, თვითმმართველობებმა გააკონტროლონ

22 მარტი, 2018 11:05

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის წევრების, ეკა ბესელიას და ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონის პროექტი „საქართველოს  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  კოდექსში  ცვლილების  შეტანის შესახებ“ განიხილა.

2017 წლის 30 ივლისს საქართველოს პარლამენტმა შეიტანა ცვლილებები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომელსაც დაემატა ახალი - 771 და 772 მუხლები   და  დღის ან ღამის  საათებში საცხოვრებელ  სახლში, კერძო  საკუთრებაში არსებული  უძრავი ქონების  ან საჯარო  დაწესებულების შენობაში  აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრა.

მომხსენებლის, პროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით,  2017 1 სექტემბრიდან კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების  ფუნქციას  ასრულებდნენ შსს-ს  ორგანოები, 2018 წლის  1 აპრილიდან  ეს პასუხისმგებლობა  უნდა გადასცემოდათ  ადგილობრივი  თვითმმართველობის ორგანოებს, თუმცა  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ვერ მოასწრეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ღონისძიების გატარება, რათა შსს-დან გადმოებარებინათ ადმინისტრაციულ-ტექნიკური პასუხისმგებლობის დაკისრების ფუნქცია.

კომიტეტმა დაკისრებული ფუნქციის გადაბარების ვადად 2018 წლის 1 აპრილიდან სამი თვით, 1 ივლისამდე  გაზრდას მხარი დაუჭირა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^