Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძე: დედაქალაქში უსახური კედლები და ხიდები უნდა მოიხატოს

22 მარტი, 2018 12:34

თბილისის მერია ქალაქში შენობების, ხიდების, გადასასვლელების მოხატვას აპირებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, მერიის მიერ შეთავაზებული სივრცეები ახალგაზრდებს დაეხმარება „სთრით-არტით“ ხელოვნებაში გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ქალაქის მიმართ.

„როგორც იცით, „სთრით-არტი“, ანუ ქუჩის ხელოვნება თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ფორმა და თვითგამოხატვის საშუალებაა. ხშირად მას ურბანულ ხელოვნებასაც უწოდებენ. გმირთა მოედანზე ჩვენ ერთი ასეთი პროექტი უკვე განვახორციელეთ და ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ მივცემთ ჩვენს ქალაქსაც და ახალგაზრდებსაც შესაძლებლობას, რომ, ერთი მხრივ, უსახური კედლები, ხიდები და გადასასვლელები გალამაზდეს და, მეორე მხრივ, ახალგაზრდობამ ხელოვნებაში გამოხატოს დამოკიდებულება ქალაქის მიმართ.“ - თქვა თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

ქალაქის მოსახატად სივრცეების მოძებნა და ქუჩის მხატვრობის ღონისძიებების მოწყობა კალაძემ თავის მოადგილეს, სოფიო ხუნწარიას დაავალა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^