Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

5 მიზეზი, რატომ არ უნდა დავეთანხმოთ ჟენევაში ძალის არგამოყენების დოკუმენტს - სერგი კაპანაძე

28 მარტი, 2018 12:33

პარლამენტის ვიცე-სპიკერი „ევროპული საქართველოდან“ სერგი კაპანაძე, ჟენავის დისკუსიას ეხმიანება და Facebook-პოსტში ხუთ მიზეზზე საუბრობს, თუ რატომ არ უნდა დაეთანხმოს ქართული მხარე ჟენევაში ძალის არგამოყენების დოკუმენტს.

სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ:

1. ეს დოკუმენტი ხსნის წნეხს რუსეთზე, რომ მან აიღოს ჩვენს მიმართ ძალის არ-გამოყენების ვალდებულება. სამწუხაროდ, ამ ნაწილში სრულად დავმარცხდებით.

2. ეს დოკუმენტი გააძლიერებს რუსეთის პოზიციას, რომელიც ამ დოკუმენტის მიღებისთანავე იტყვის, რომ ეს არის промежуточное заявление და რომ აწი უნდა დავიწყოთ იურიდიულ დოკუმენტზე მუშაობა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად. ანუ, ისევ ჩვენზე გაიზრდება წნეხი.

3. დაიკარგება ჩენი მრავალწლიანი მოთხოვნა, რომ ძალის არ-გამოყენების ნაწილი იყოს "უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები", რაც ჩვენთვის ნიშნავს საერთაშორისო ძალების შესვლას ოკუპ. ტერიტორიებზე. ეს ტერმინი საერთოდ აღარ გამოიყენება ტექსტში. ამიტომ, სერიოზული უკანსვლაა.

4. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება მთლიანად ჟენევის არქიტექტურა. ვინ არიან მხარეები? ვინ იღებს ვალდებულებას? ეს კითხვები ყოველთვის ისმოდა, მაგრამ ამ განცხადებით აბსოლუტურად ერთ სიბრტყეში აღმოვჩნდებით ჩვენ, სოხუმი და ცხინვალი.

5. და ბოლოს, ამ საერთაშორისო კონტექსტში, როდესაც რუსეთი ომს აგრძელებს უკრაინაში, ნერვულ გაზს იყენებს დიდ ბრიტანეთში, გვიკლავს ტატუნაშვილს, როცა მის დიპლომატებს პანტა-პუნტით ყრიან დასავლეთის ქვეყნებიდან, რატომ უნდა გინდოდეს და მოსკოვს მიანიჭო "კონსტრუქციულის" წოდება ჟენევაში, სრულიად გაუგებარია...

„იმედია, ამ რაუნდს გადავაგორებთ ისე, რომ ამ შეცდომას ქართული დიპლომატია არ დაუშვებს. საგარეოში ნამდვილად არიან ადამიანები, რომელთაც ესმით, რომ ეს ნაბიჯი გამოუსწორებელი შეცდომა იქნება“,- წერს სერგი კაპანაძე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^