Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს ბანკმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკიდან (BSTDB) 75 მლნ ლარის მოცულობის დაფინანსება მოიზიდა

29 მარტი, 2018 13:15

საქართველოს ბანკმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან (BSTDB) ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. თანამშრომლობის ფარგლებში შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) საქართველოს ბანკს 75 მილიონი ლარის (30 მლნ აშშ დოლარის) მოცულობის დაფინანსებას გამოუყოფს, აღნიშნული დაფინანსება საქართველოში მცირე და საშუალო (SME) ბიზნესის მხარდაჭერას მოხმარდება. 

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა ადგილობრივი ვალუტის დაფინანსებისთვის სახსრები ლარში  დენომინირებული ბონდების საქართველოს საფონდო ბირჟაზე  საჯაროდ  განათავსების გზით, ჯგუფში შემავალი საბროკერო კომპანია Galt & Taggart-ის ხელმძღვანელობით მოიზიდა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკსა  და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს შორის  კიდევ ერთ  წარმატებულ თანამშრომლობას მოეწერა ხელი. მნიშვნელოვანია, რომ ტრანზაქცია განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესს, ჰქონდეს წვდომა დაფინანსებაზე, მათი შემდგომი განვითარების მიზნით. ამავე დროს,  ჩვენ როგორც წამყვან ბანკს, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს  საქართველოს ეკონომიკის შემდგომ დე-დოლარიზაციის პროცესში. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მნიშვნელოვან პარტნიორს, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს, მხარდაჭერისათვის.“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა  დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

„გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად გავაფართოვოთ წარმატებული თანამშრომლობა ჩვენს უმსხვილეს პარტნიორთან, საქართველოს ბანკთან და ერთობლივად შევთავაზოთ მცირე და საშუალო ბიზნესს სექტორის დაფინანსება, ამით კი ხელი შევუწყოთ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ პროგრამას- საბანკო სექტორში დე-დოლარიზაციას. მინდა, მადლობა გადავუხადო  საქართველოს ეროვნულ  ბანკსა და  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს BSTDB-ის ადგილობრივი სავალუტო ოპერაციების მხარდაჭერისათვის.  BSTDB-ი ოპერაციების დაფინანსების მიზნით გამოუშვებს ბონდებს, რომელსაც საჯაროდ  განათავსებს საქართველოს საფონდო ბირჟაზე, რაც დამატებით ხელს შეუწყობს საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას",-  განაცხადა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, იგორ ლეშუკოვმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^