Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კანონპროექტით, ვაკანსიის გამოცხადებისას ასაკისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაცია აიკრძალება

30 მარტი, 2018 13:06

„საქართველოს შრომის კოდექსის“ ორგანულ კანონში იგეგმება ცვლილებები, რომლის მიზანიცაა ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და გასაუბრების ეტაპზე დისკრიმინაციის დაუშვებლობა რაიმე ნიშნით.

კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს ავტორობით მომზადებული და მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, „შრომის კოდექსის” შესაბამის მუხლს ემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ვაკანსიის სახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი  ადგილის,  ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო.

როგორც „ლიბერალს" ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა​ ელზა ჯგერენაიამ განუმარტა, ვაკანსიებთან დაკავშირებული აკრძალვები გავრცელდება, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორზე. 

ამასთანავე, ცვლილებები ეხება იმ ინფორმაციასაც, თუ რისი მოპოვების უფლება არ ექნება დამსაქმებელს კანდიდატისგან.

„დამსაქმებელს არ აქვს უფლება, კანდიდატისგან მოითხოვოს ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც შეეხება მის რელიგიას  ან  რწმენას,  შეზღუდულ  შესაძლებლობებს,  სექსუალურ  ორიენტაციას,  ეთნიკურ კუთვნილებას, ორსულობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული განსხვავების აუცილებლობა“.

დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოიპოვოს ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც არ არის დაკავშირებული სამუშაოს შესრულებასთან და არ არის საჭირო კანდიდატის მიერ კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შესაფასებლად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

კანონპროექტის მომზადება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებებით არის განპირობებული. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^