Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქსენოფობიური და ჰომოფობიური განცხადებები მღვდლისგან, რომელსაც ცემაში ადანაშაულებენ

30 მარტი, 2018 13:55

ქეთევან წამებულის ეკლესიის მოძღვარი მამა გიორგი რაზმაძე, რომელსაც ბიზნესმენი ცემაში ადანაშაულებს, ქსენოფობიურ, ჰომოფობიურ, სიძულვილის ენის შემცველ კომენტარებს აკეთებს. ქვემოთ მოყვანილი განცხადებები სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!" 1-28 თებერვალის ბიულეტენში მოხვდა.

სიძულვილის ენა
საქართველო და მსოფლიო, 8 თებერვალი,
გიორგი რაზმაძე, სასულიერო პირი: „ეშმაკის მოციქულია ე.წ. მეუფე [რუსუდან] გოცირიძე, ესენი ღვთის გმობის პროპაგანდას ეწევიან, [მიხეილ] სააკაშვილს ვგულისხმობ და ქათამ [ნიკა] გვარამიას. მათთვის წმინდა წერილი არის, სააკაშვილის ცოცხი. ესენი ცისფერი კომისრების ჩანერგილები არიან, რომლებიც საქართველოში წყალს ამღვრევენ...ვისაც სურს, რომ გოცირიძეს უყუროს და უსმინოს, ესენი არიან მუჭა ნეხვში ამოსული სოკოები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ დააკნინონ ეკლესია. ჩვენ, ჩვენს სათქმელს, ეკლესიაში ვამბობთ. მეუფე რუსუდანს კი მხოლოდ, სააკაშვილის სახარება აქვს წაკითხული, ინკვიზიცია, რომ იყოს ენას ამოაძრობდნენ“. 

რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია
საქართველო და მსოფლიო, 16 თებერვალი
გიორგი რაზმაძე, სასულიერო პირი: „ამ [რუსუდან] გოცირიძესთან “ზიარებაზე” დადის გიგა ბოკერია, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის მტერია, და სოზარ სუბარი. ისე, ეს სუბარი _ მინისტრი, ქართველ კაცი, რომელსაც ამხელა პასუხისმგებლობა აკისრია და ამხელა თანამდებობა აქვს, “ეპისკოპოს” რუსუდანთან როგორ “ეზიარება”?! ან რომელ ქრისტიანობაზე ლაპარაკობს [გიორგი] კვირიკაშვილი, როცა გვერდით უზის სექტანტი მინისტრი?!" 

ქსენოფობია
საქართველო და მსოფლიო, 16 თებერვალი
გიორგი რაზმაძე, სასულიერო პირი: „უცხოელებს უფლებას აძლევენ, მიწა იყიდონ. არაბებს, თურქებს და, კაცმა არ იცის, კიდევ ვის, ქართულ პასპორტებს ურიგებენ სადაცაა ერთსქესიანთა ქორწინებაზე დაიწყენებ საუბარს...  ვინმე იტყვის, რომ ამ ყველაფრისთვის მზად ვართ ან ოდესმე ვიქნებით?!" 

ჰომოფობია

საქართველო და მსოფლიო, 16 თებერვალი
გიორგი რაზმაძე, სასულიერო პირი: „თქვენ ნახეთ, რა მოხდება 17 მაისს, როცა მამათმავლები ქუჩაში გამოვლენ და აღლუმის ჩატარებას მოინდომებენ...ხელისუფლებას დავალებული აქვს, რადაც უნდა დაუჯდეს, მამათმავლებს ორგიები ჩაატარებინოს. აი, მერე ნახეთ დაჭერები და ეკლესიასთან ბრძოლა. დარწმუნებული ვარ, ესენი ყველა ღონეს იხმარენ, რათა დავალება პირნათლად შეასრულონ და დასავლელი პატრონები უკმაყოფილო არ დატოვონ". 

-----------------------------------------------------------------------------------------------------

კომპანია „მწვანე ეზოს“ მფლობელი ლევან ჯიქური ქეთევან წამებულის ეკლესიის წინამძღვარ გიორგი რაზმაძეს ცემაში ადანაშაულებს. როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან" საუბრისას ჯიქური ამბობს, მღვდელმა ის ტაძრის ეზოში მოტყუებით შეიყვანა, 15-მდე ადამიანი დაახვედრა და აცემინა. ჯიქურის თქმით, თავად მღვდელმა მას სახეში 2-ჯერ დაარტყა.

დაპირისპირება მათ შორის ბზისა და ყვავილების გამო დაიწყო. მოძღვარმა კომპანიას ეკლესიის ეზოს გამწვანება დაუკვეთა. ეზოში დარგული ბზა გახმა, ამის შემდეგ მამა გიორგიმ კომპანიის მფლობელს დაურეკა და თანხის უკან დაბრუნება მოსთხოვა.

„მამაო მირეკავს და მეუბმება - შენ მომისმინე ბიჭო, ეს ნაგავი რომ მოათრიე აქ და დამირგე, ესენი წაიღე და ის თანხა დააბრუნე უკან; ყურებით გათრევ ბიჭო - ასეთ რაღაცებს [მეუბნებოდა]. მღვდელს ვუთხარი, რომ თქვენ მამაო კი არ ყოფილხართ, თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, მე აზრი გამომაქვს, რომ თქვენ ხართ მაფიოზი და არა სასულიერო პირი. მე მაგ თანხას დაგიბრუნებთ, მაგრამ დიდი სავარცხელი იყიდეთ, რომ ეგ წვერი კარგად დაივარცხნოთ მეთქი“, - ამბობს ჯიქური.

როგორც „ლიბერალს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (ძალადობა) პირველი ნაწილით დაიწყო. 

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება გეგმავს, რომ ქეთევან წამებულის ეკლესიის მოძღვარი, მამა გიორგი რაზმაძე გამოკითხოს. უბრალოდ, გამოძიების ინფორმაციით, მას ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები  და ამ დრომდე გამოკითხული არაა.

უწყების თქმით, გამოკითხულია მეორე სასულიერო პირი, მონაზონი, ასევე, მრევლის წევრები  და ის ადამიანი, ვინც მათ ცემაში ადანაშაულებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^