Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აუდიტი: გარემოზე ზიანის შემცირებისთვის გენერირებული თანხმები გარემოს აღდგენაზე არ იხარჯებოდა

02 აპრილი, 2018 15:07

გარემოს ეროვნულ სააგენტოში არსებული პროცედურები და სააგენტოს რესურსები არ არის საკმარისი პოტენციური ეკოლოგიური რისკების კომპლექსური შეფასებისათვის - ამის შესახებ ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2014-2017 წლებში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სფეროს სწავლობდა. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ არსებული პროცედურებით ვერ ხდებოდა მაღალი ეკოლოგიური რისკების ობიექტების შერჩევა, ხოლო გამოვლენილ დარღვევებზე პროპორციული რეაგირება არ ხდებოდა. დოკუმენტის თანახმად, აუდიტის პერიოდში გარემოზე მიყენებული ზიანის შეფასებიდან გენერირებული თანხები არ მიზნობრივად არ იხარჯებოდა გარემოს აღდგენის ღონისძიებებზე.

„არ ხდება შეფასება, რა პოტენციურ უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს მოპოვებითი საქმიანობა გარემოს სხვა კომპონენტებსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე: ადგილობრივ მოსახლეობაზე, ატმოსფერულ ჰაერზე, ნიადაგზე, ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებსა და ადგილობრივ ბიომრავალფეროვნებაზე. შესაბამისად, ლიცენზირების პროცესში ვერ გამოვლინდება რისკები სრულად, რაც თავიდან არიდების ღონისძიებების დანერგვის საშუალებას არ იძლევა" - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში. 

დოკუმენტის თანახმად, სალიცენზიო პირობები ზოგადია და მასში არ არის ასახული ის ძირითადი შემარბილებელი ღონისძიებები, რომელთა გატარებაც საჭიროა ლიცენზიანტის მხრიდან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროცესში გარემოზე მიყენებული უარყოფითი ზემოქმედების შემცირებისათვის.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სალიცენზიო ფართობის დამუშავების პროექტის მიმართ არსებული რეგულაცია განსაზღვრავს მხოლოდ ზოგად მოთხოვნებს საქმიანობის პროცესში გარემოს დაცვის ღონისძიებების აღწერასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ლიცენზიანტს არ მოეთხოვება აღნიშნული დოკუმენტის შეთანხმება რომელიმე სახელმწიფო უწყებასთან. შესაბამისად, დოკუმენტის ხარისხის შემოწმება არ ხდება არცერთი სახელმწიფო ორგანოს მიერ.

„აუდიტმა ასევე აჩვენა, რომ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს დაზიანებული გარემოს აღდგენას. კერძოდ, აუდიტის პერიოდში გარემოზე მიყენებული ზიანის შეფასებიდან გენერირებული თანხები არ მიიმართებოდა მიზნობრივად გარემოს აღდგენის ღონისძიებებისაკენ. შესაბამისად, არსებული პრაქტიკა იწვევს იმას, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროცესში გარემოზე მიყენებული ზიანის აღმოფხვრა არ ხდება" - ნათქვამია დასკვნაში. 

ფოტო: ირაკლი მაჭარაშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^