Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსეთის ყოფილი აგენტის შვილი იულია სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერეს

10 აპრილი, 2018 13:07

რუსეთის ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის შვილმა იულია სკრიპალმა ლონდონში ჰოსპიტალი დატოვა. BBC-ის ინფორმაციით, ის საავადმყოფოდან დაცულ ადგილას გადაიყვანეს.

იულიამ მამამისთან, სერგეი სკრიპალთან ერთად საავადმყოფოში თვეზე მეტი დაჰყო. მამა-შვილი ინგლისის სამხრეთში, ქალაქ სოლსბერში მოწამლულები სკამზე იპოვეს. მკურნალობიდან რამდენიმე კვირა სკრიპალები კრიტიკულ მდგომარეობაში იყვნენ, თუმცა საბოლოოდ ჯანმრთელობის მდგომარეობამ სწრაფად დაიწყო გაუმჯობესება.

საავადმყოფოს ოფიციალური განცხადება სკრიპალებთან დაკავშირებით არ გაუვრცელებია, მაგრამ ექიმის თქმით, ასევე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სერგეი სკრიპალის ჯანრმთელობის მდგომარეობაც, თუმცა ის ჯერჯერობით საავადმყოფოში რჩება.

ლონდონში აცხადებენ, რომ სკრიპალები სამხედრო წარმოების ქიმიური იარაღით „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. დიდი ბრიტანეთი თავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებს. ამის გამო ქვეყნიდან ხელისუფლებამ რუსი დიპლომატებიც გააძევა. რუსეთი სკრიპალების მოწამვლაში მონაწილეობას უარყოფს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^