Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ელიზბარაშვილი ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ თავშესაფარს ხურავს

10 აპრილი, 2018 18:41

„დღეს მივიღე თავშესაფრის დახურვის გადაწყვეტილება, ჟურნალისტების წყალობით მივიღე, რადგან ორიენტირებული ხართ, როგორმე ვიღაცა გალანძღოთ“ - ამის შესახებ „ლიბერალს“ ძაღლთა თავშესაფრის მფლობელმა, თამაზ ელიზბარაშვილმა განუცხადა.

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ თამაზ ელიზბარაშვილი თანამშრომელს თავში ურტყამს და აგინებს. 

ელიზბარაშვილის თანამშრომელზე ძალადობას უარყოფს და ამბობს, რომ თანამშრომელს თავში „ემოციურად წამოუთაქა“, რადგან ეს უკანასკნელი ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადდა.

იგი უარყოფს ყოფილი თანამშრომლის, ლელა თოლორდავას ბრალდებებს, რომ თანამშრომლებზე სისტემატურად ძალადობს და ამბობს, რომ თოლორდავა იტყუება. 

„მთელი აღჭურვილობით უნდა წამოსულიყვნენ, მათ შორის ჯაჭვის გადასაჭრელი მაკრატლით. მოვიდა ჯგუფი დ რას ვხედავ, ვანო (სახელი შეცვლილია) არის მთვარალი, ფეხზე ძლივს დგას. ძაღლთან ნასვამი არ შეიძლება. მაშველი მთვრალი გაგიგიათ? ნასვამი ადამიანი საჭესთან. ამ ადამიანმა დაარღვია ყველანაირი ინსტრუქცია. ამ კაცმა არა მარტო მეორე მაშველის სიცოცხლე ჩააგდო საფრთხეში, არამედ ჩემიც“ - უთხრა ელიზბარაშვილმა „ლიბერალს“.

ელიზბარაშვილი ამბობს, რომ თავის საქციელს არ ამართლებს, თუმცა აქვე დასძენს: „მეგობარს, რომელსაც ვამუშავებ, თავში წამოვარტყამ თუ ტრ***ში თითს გავუკეთებ, ეს არავის საქმე არ არის”.

„[როცა ვკითხე, ნასვამი რატომ ხარ-მეთქი], პასუხი, ალბათ, მოისმინეთ - როგორც ხოში მაქვს, ისე მოვიქცევიო. მინდა, დავლევ და მინდა, არაო - მითხრა. რა გამეკეთებინა? პატრულისთვის გამომეძახა, ნასვამი რომ იჯდა, თუ თქვენთვის მომემართა? რაც შეეხება იმას, ვამართლებ თუ არა ჩემს საქციელს, რა თქმა უნდა, არ ვამართლებ. უნდა გამომეძახებინა პატრული და უნდა გადამეცა ჩემი მთვრალი თანამშრომელი, რომელსაც ორმოცი წელია, დაახლოებით, ვიცნობ. ჩემი მეზობელია, ჩემი მეგობარია ვანო.” - უთხრა ელიზბარაშვილმა „ლიბერალს“.

მისი თქმით, როცა მეგობარი გიღალატებს, პოლიციას კი არ გამოუძახო, არამედ თავში უნდა წაუთაქო.

„მე მინახია, პარლამენტში როგორ იქცევიან დეპუტატები, როგორი ცემა-ტყეპა აქვთ და დედის გინება აქვთ, უამრავი შემთხვევა ყოფილა ასეთი, თუ გნებავთ პრემიერ-მინისტრის გინება, თუ გნებავთ, ბორჯომის საკრებულოში რაც ხდება, ამაზე ასეთი განგაში არ აგიტეხავთ და მე, რომელმაც ჩემს ლოთ ძმაკაცს, რომელიც დასაქმებული მყავს იმ სამაშველოში, თავში ხელი წამოვარტყი, ამაზე ერთი ამბავი ატეხეთ. მაინტერესებს, საიდან მოდის ეს ბინძური პიარკამპანია ჩემს წინააღმდეგ, რაიმე შეკვეთას აქვს ადგილი“ - ამბობს ელიზბარაშვილი.  

„ლიბერალის“ შეკითხვაზე, თუ რა ბედი ეწევა თავშესაფარში განთავსებულ ძაღლებს, ელიზბარაშვილი ამბობს, რომ მათ თაობაზე მერიას მიმართავს.

„ქუჩიდან 353 ძაღლი ავიყვანე თავშესაფარში, სისცოცხლე ვაჩუქე. მერიას მივმართავ და ვეტყვი, აგერ, ბატონო ეს ძაღლები, ქუჩიდან მოყვანილები. მე დღეს თქვენ ჩამწიხლეთ ყველამ და ღირსი ხართ, ამის შემდეგ საქართველში ჩემნაირი კაცი იყოს?!“ - ამბობს ელიზბარაშვილი.

ვიდეო ► თამაზ ელიზბარაშვილი თანამშრომელს ურტყამს და აგინებს - რას ჰყვება ყოფილი თანამშრომელი

Youtube-ზე ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ჩანს, რომ ცხოველთა თავშესაფრის მფლობელი თამაზ ელიზბარაშვილი თანამშრომლებს აგინებს და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. 

როგორც ვიდეოში ჩანს, თანამშრომელს ჯაჭვის საჭრელი მაკრატლის წამოღება დაავიწყდა, რის გამოც დაბმულ ძაღლს ჯაჭვს ვერ ხსნიან. ელიზბარაშვილი მამაკაცს თავში ურტყამს და მასთან ერთად კიდევ ერთ თანამშრომელს აგინებს.

„ლიბერალი“ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფრის ყოფილ თანამშრომელს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა თავშესაფრის თანამშრომლების ყოველდღიურობაა.

„ლიბერალი“ ასევე დაუკავშირდა ვანოს (სახელი შეცვლილია), რომელსაც თამაზ ელიზბარაშვილი ვიდეოში ურტყამს და აგინებს. ის ამბობს, რომ ელიზბარაშვილი მისი ბავშვობის მეგობარია, ერთად გაიზრდნენ და ერთმანეთთან ასეთი ურთიერთბა აქვთ. ვანო ასევე აღნიშნავს, რომ ელიზბარაშვილი თანამშრომლებს ასე არ ექცევა და ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის თანამშრომლებზე ძალადობს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^