Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯანდაცვის საკითხების ადვოკატირებისთვის - ახალი პროექტი სამოქალაქო სექტორში

10 აპრილი, 2018 19:07

საერთაშორისო ფონდმა  „კურაციომ“  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით ახალი პროექტი დაიწყო.  

პროექტის მიზანი ჯანდაცვის საკითხების ადვოკატირებისთვის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა გაერთიანებაა.

საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ 20 წელზე მეტია, ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებულ თემებზე მუშაობს. ფონდი, ძირითადად, ჯანდაცვის სფეროში კვლევით საქმიანობას ეწევა.

პროექტი სახელწოდებით „სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა საქართველოს ჯანდაცვის სექტორში გადაწყვეტილებების მიღებისა და მონიტორინგის პროცესში”  ღია საზოგადოების ქსელის მხარდაჭერით ხორციელდება და მასში 20-ზე მეტი დაინტერესებული ორგანიზაცია, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება, მედია და აკადემია იღებს მონაწილეობას.

პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა მიმდინარე წლის მარტში გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
კერძოდ, მიმოიხილეს  იმ კვლევების შედეგები, რომელიც საქართველოში მედიკამენტებზე ფიზიკურ და ფინანსურ ხელმისაწვდომობას სწავლობს.

საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ ფარმაცევტული კვლევის მეხუთე ტალღის შედეგების ძირითადი მიგნებებიდან  ერთ-ერთ ბრენდულ მედიკამენტებზე ფასების ზრდას ეხება.

კვლევის მიხედვით, ბრენდულ მედიკამენტებზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა 2016 წელს.

ამავე კვლევის მიხედვით, რეცეპტით გასაცემ მედიკამენტებზე ფასნამატი 89%-ით  აღემატება  ამავე კატეგორიის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტების ფასნამატს.

ფასის მატებასთან დაკავშირებული ტენდენციების გარდა, შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ჯანდაცვის მთლიან დანახარჯში მედიკამენტებზე გაწეულ ხარჯზე.

მოსახლეობა ყველაზე მეტს ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯიდან სწორედ მედიკამენტებზე ხარჯავს და, რაც ყველაზე საგულისხმოა, ამ ხარჯში სახელმწიფოს კონტრიბუცია ძალიან დაბალია, ანუ მედიკამენტების ხარჯი მთლიანად თუ არა უმეტესად მოსახლეობას აწვება და ეს განსაკუთრებით მძიმეა ქრონიკული ავადმყოფებისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჯანდაცვის სფეროში სწორედ ასეთი პრობლემური საკითხების შესწავლა და შემდგომ, პროგრამის მონაწილე ორგანიზაციების ერთიანი ძალისხმევით, საადვოკაციო კამპანიების დაგეგმვაა გათვალისწინებული. 


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^