Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სანდრო ბრეგაძე: „ქართული მარში“ 30 აპრილს „სასიკვდილო შიმშილობას“ დაიწყებს

12 აპრილი, 2018 14:43

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე ამ ორგანიზაციის დაკავებული 7 წევრის გათავისუფლებას და იმ პოლიტიკური პირების პასუხისმგებლობას მოითხოვს, რომლებმაც მისი თქმით, „მარშის“ წევრების დაკავება დაგეგმეს.

ბრეგაძის თქმით, „ქართული მარში“ 30 აპრილს ამ მოთხოვნებით შიმშილობას დაიწყებს. შიმშილობას დაიწყებენ ორგანიზაციის დაკავებული წევრებიც, ბრეგაძის თქმით, მათ გლდანის ციხეში მყოფი სხვა პატიმრები და დაკავებულთა ოჯახის წევრებიც შეუერთდებიან. აქცია სამ ადგილას - სახელმწიფო კანცელარიასთან, შსს-ს შენობის წინ და მთავარ პროკურატურასთან დაიწყება.

„ეს არ იქნება წინა აქციებივით, რომლებიც უფრო დიეტას ჰგავდნენ. ეს იქნება 1981 წლის ირლანდიელი პატრიოტების მიერ დაწყებული აქციის მსგავსი - „სასიკვდილო შიმშილობა“, რომელსაც მაშინ, სამწუხაროდ, 10 ირლანდიელი პატრიოტი შეეწირა“ - თქვა სანდრო ბრეგაძემ.

„ქართული მარშის“ წევრის თქმით, 19 მარტს „რუსთავი 2-თან“ მომხდარი დაპირისპირების გამო ორგანიზაციის წევრების დაკავება პოლიტიკური ზეწოლა იყო. სანდრო ბრეგაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება „ქართული მარშის“ დაშლას თურქული სპეცსამსახურების გავლენით ცდილობს.

ბრეგაძემ დაასახელა „ქართული ოცნების“ წევრებიც, რომლებმაც მისი მტკიცებით, „მარშის“ წევრებზე ზეწოლა დაგეგმეს. „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე და ვანო ზარდიაშვილი, ასევე გიგა ბოკერია „ევროპული საქართველოდან“ ამ ზეწოლის შემსრულებლები არიან. ბრეგაძის მტკიცებით, „მარშის“ მოშორება ხელისუფლების სხვა უფრო მაღალჩინოსნებმა დაგეგმეს და მათ გვარებსაც მალე დაასახელებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^