Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახალი დეტალები არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის შესახებ

13 აპრილი, 2018 17:27

დღეს Jamnews-მა კონფიდენციალურ სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს შინაგანი ორგანოები ამოცლილი აქვს.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სავარაუდოდ, ორგანოები რუსეთში ჩატარებული ექსპერტიზის დროს სინჯების ასაღებად ამოიღეს.

„სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების დროს გვამის თავის ქალა, გულმკერდისა და მუცლის ღრუ იჭრება და იხსნება, რაც ჩვეულებრივი პრაქტიკაა. პროცედურულად  შინაგან ორგანოებს სხეულიდან იღებენ და ქსოვილოვან ანათალებს აჭრიან. ანათალის ნიმუშების აღების შემდეგ ორგანოებს, როგორც წესი, ისევ სხეულში აბრუნებენ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით კი, ტატუნაშვილის შემთხვევაში, ეს ასე არ მომხდარა“, - წერს გამოცემა და კონფიდენციალური წყაროს იმ კომენტარს ავრცელებს, რომელიც ექსპერტიზის შედეგების გაჭინაურების სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს და ასევე აღწერს, თუ რატომ არის რთული ექსპერტებისთვის სიკვდილის მიზეზების დადგენა.

„ამ ექსპერტიზას, პრაქტიკულად, არ შეუძლია ობიექტურად დაადგინოს სიკვდილის მიზეზი, - ამბობს წყარო, - ცხინვალი ამბობს, რომ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა, ქართველ ესპერტები კი ამას ვერ დაადგენენ, რადგან გვამს ეს ორგანოც ამოცლილი აქვს. გვამური მასალა ძალიან მწირია. არც იმის დადგენა შეიძლება, მოხდა თუ არა შინაგანი ორგანოების დაზიანება [სიცოცხლის დროს]. ამდენად, ძნელი იქნება სიკვდილის მიზეზზე იმსჯელო. ვერ გეტყვით, ამ გამოწვევას ექსპერტიზა თავს როგორ გაართმევს”.

„გვამისთვის შინაგანი ორგანოების ამოცლა ექსპერტიზისთვის საჭირო ქმედება კი არა, კრიმინალია“, - ასე აფასებს ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის საერთაშირისო ცენტრი „ემპათიის“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი გავრცელებულ ინფორმაციას.

„ექსპერტიზისას ათვალიერებენ გვამს, იღებენ საჭირო პათოისტოლოგიურ მასალას და მას აგზავნიან. მე, მაგალითად, არ გამიგია, რომ მთლიანად ამოეჭრათ. ექსპერტიზის ჩასატარებლად ეს საჭირო არ არის “, - განუცხადა მარიამ ჯიშკარიანმა „ლიბერალს“.

„ემპათიამ“ ტატუნაშვილის ცხედართან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ  არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი  ექსპერტიზისათვის საქართველოს არასაკმარისი მასალით გადაეცა.

„20 მარტს საქართველოს გადმოეცა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ექსპერტიზისათვის არასაკმარისი მასალით, რაც ემსახურებოდა სიკვდილის მიზეზის დადგენისა და სრულყოფილი ექსპერტიზის ხელის შეშლის მცდელობას“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

როდის იქნება ცნობილი ექსპერტიზის პასუხი და რა დრო დასჭირდება საბოლოო დასკვნის მომზადებას, უცნობია. აღნიშნულ კითხვას ექსპერტიზის ბიურო არ პასუხობს.

„ჯერჯერობით ცნობილი არ არის, როდის იქნება ექსპერტიზის შედეგები. ექსპერტიზას გონივრული ვადები აქვს და კვლევის სრულყოფილად დასრულებამდე გაგრძელდება“, – განაცხადა ორი დღის წინ პირველ არხთან საუბრისას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა ჭუმბურიძემ.

გამოცემა jamnews-სთან შინაგანის ორგანოებისა და ტვინის გვამში არარსებობის შესახებ ინფორმაცია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში არც დაასტურეს და არც უარყვეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^