Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალი, რომელიც ვაკეში მოკლეს, სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციაში იმყოფებოდა

14 აპრილი, 2018 3:20

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  "მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული თ.გ. და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ" და ეჭვმიტანილის მიმართ "შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება".

შსს-ს ინფორმაციით თ.გ.- მ პირადი საქმეების გამო, პოლიციის შენობა მარტომ, დედაზე ადრე დატოვა. 

პოლიცია საქმე განზრახ მკვლელობის ფაქტზე  იძიებს. ეჭვმიტანილის ვინაობა უკვე დადგენილია და მის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ყელგამოჭრილი ქალი, გუშინ, 13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე, დაახლოებით 19:00 საათზე იპოვნეს.

გარდაცვლილი 1993 წელს იყო დაბადებული. 

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ოჯახში ძალადობის შედეგად 40 ქალია მოკლული. 
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^