Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გამოხმაურება სირიაზე - რუსეთის, თურქეთის, ირანის და სხვა ქვეყნების შეფასებები

14 აპრილი, 2018 15:08

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთთან ერთად სირიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. „მე ვუბრძანე შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს, რომ სირიის დიქტატორის ბაშარ ალ-ასადის ქიმიური იარაღის ინფრასტრუქტურას წერტილოვანი დარტყმები მიაყენონ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

სირიის ყველაზე მასშტაბური დაბომბვა შვიდწლიანი ომის განმავლობაში დღეს, გამთენიისას დაიწყო. „თვითმხილველები ყვებიან, რომ აფეთქების ხმები ისმოდა ქალაქ ჰომსთან, დედაქალაქ დამასკოშიც, ალეპოსთან“, - წერს BBC.

„ამერიკელმა, ბრიტანელმა და ფრანგმა ერმა გამოიყენა თავისი სამართლიანი ძალა ბარბაროსობისა და სისასტიკის წინააღმდეგ“, - განაცხადა ტრამპმა. სირიაზე იერიშს მალევე გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება.

რუსეთი

რუსეთი სირიაზე აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის იერიშების გამო, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს. პუტინის განცხადებით ეს იერიში საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეიძლება შეფასდეს.

რუსეთმა ქიმიური იარაღის გამოყენება და სარაკეტო იერიში წინასწარ დაგეგმილ სცენარად შეაფასა.

„ახლაც, როგორც ერთი წლის წინ აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა საბაბად გამოიყნეს თითქოსდა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენება. რუსმა სამხედრო ექსპერტებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ დუმაში, ვერ აღმოაჩინეს ქლორის ან სხვა ქიმიური იარაღის გამოყენების კვალი. არც ერთ ადგილობრივ მცხოვრებს არ დაუდასტურებია ქიმიური თავდასხმა“, - ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, ეს იერიში სამართლიანი და კანონიერია. მისი თქმით, ეს იყო პასუხი სირიის ხელისუფლების მიერ საკუტარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო. ამასთან, დასავლეთის პასუხი სამოქალაქო ომში ჩარევას არ ნიშნავს.

„ეს დარტყმები ემსახურება ქიმიური იარაღის ბარბაროსული გამოყენების შეჩერებას სირიასა და მის საზღვრებს გარეთ“, - განაცხადა ტერეზა მეიმ და დაამატა, რომ ინგლისში რუსი ყოფილი აგენტის სკრიპალის მოწამვლაც ქიმიური იარაღის გამოყენებასთან ასოცირდება. „ბრიტანეთის ქუჩებში ნერვული აგენტის გამოყენებაც ამ ნორმების დარღვევა იყო. ეს კი იქნება სიგნალი იმაზე, რომ არავის შეუძლია ქიმიური იარაღის გამოყენება დაუსჯელად.“ - დასძენს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.

საფრანგეთი

საფრანგეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ კოორდინირებული თავდასხმა სირიის სამხედრო და ქიმიურ ობიექტებზე „ლეგიტიმური“ და „მიზნობრივი“ იყო. თავდაცვის მინისტრის ფლორენს პარლის თქმით, თავდასხმის მიზანი ქიმიური იარაღის გამოყენების შეჩერება იყო და საფრანგეთი ამ ეტაპზე დამატებით ჩარევისგან თავს შეიკავებს. მაგრამ მომავალში საჭიროებისამებრ სამხედრო ინტერვენციას არ გამორიცხავს.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საჰაერო იერიშის შესახებ რუსეთი გააფრთხილეს, მაგრამ მათთვის ზუსტი დრო და კოორდინატები არ გაუმხელიათ.

ისრაელი

„გასულ წელს პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განმარტა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება „წითელი ხაზის“ გადაკვეთაა. ეს დარტყმა კი ამ ხაზის გადაკვეთაზე პასუხი იყო. სირია განაგრძობს ხალხის ხოცვას ირანის დახმარებთ, რომელიც მის ტერიტორიას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს“ - ნათქვამია ისრაელის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ისრაელის ოფიციალური პირები ასევე ამბობენ, რომ ობიექტების კოორდინატების დადგენაში ავიადარტყმებისთვის ისინიც მონაწილეობდნენ.

ირანმა სირიაზე იერიში დაგმო.

„სირიაზე აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის თავდასხმა მძიმე დანაშულია. ისინი აქედან სარგებელს ვერ მიიღებენ, ისევე როგორც ერაყის და ავღანეთის შემთხვევაში მხოლდო ხოცვით შემოიფარგლნენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა ჰომეინმა. მისი თქმით, სირიაში დესტაბილიზაცია და „ისლამური სახელმწიფოს“ შექმნა აშშ-ის ბრალია.

ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის თქმით, დასავლეთი ამ შეტევით ვერ იხეირებს. „ამერიკის მოკავშირეები ამ დანაშაულის ჩადენით სირიაში ვერაფერს მიაღევენ. სირიაზე თავდასხმა დანაშაულია, აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერები კრიმინალები არია“, - უთხრა ხამენეიმ ირანულ ტელევიზიას.

თურქეთი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის განცხადებაში ასადის რეჟიმზე თავდასხმას მიესალმება და მას „შესაბამის პასუხს“ უწოდებს. ამ იერიშმა „კაცობრიობის სინდისი დაიცვა დუმაში ქიმიური იარაღით ხალხის ხოცვის გამო“, - ნათქვამია განცხადებაში. „დუმაში მომწამვლელი ნივთიერების გამოყენება კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულია და ალ-ასადის რეჟიმის მოქმედებები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს“, - დასძენს ანკარა.

გერმანია

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მხარი დაუჭირა კოალიციის ავიადარტმებს სირიაზე. „საჭირო და შესაბამისი“ - ასე შეაფასა კანცლერმა იერიში და დაამატა, რომ ეს ასადისთვის გაფრთხილება იქნება, რათა ქიმიური იარაღი მომავალში აღარ გამოიყენოს.

კანადა

სირიაზე იერიში დადებითად შეაფასა კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომაც. კანადის საზოგადოებრივ მაუწყებელთან პრემიერმა ქიმიური იარაღის გამოყენება დაგმო და თქვა, რომ ის პარტნიორებთან ერთად იმუშავებს, რათა მსგავს ქმედებებზე პასუხისმგებელი პირები დაუსჯელები არ დარჩნენ.

NATO

სირიაში კოალიციის მოქმედებებს მიესალმება NATO-ს ლიდერი იან სტოლტენბერგიც. „მე მხარს ვუჭერს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მოქმედებებს სირიის რეჟიმის ქიმიური იარაღის ინფრასტრუქტურის გასანადგურებელად. NATO ქიმიური იარაღის გამოყენებას დაუშვებლად მიიჩნევს და მათ ვინც ამ იარაღს იყენებს, ეს უნდა გაითვალისწინოს“, - წერს იენს სტოლტენბერგი Twitter-ზე.

ევროსაბჭო

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი სირიაზე აშშ-ის და მისი მოკავშირეების იერიშს Twitter-ზე გამოეხმაურა. „აშშ-ის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ავიადარტყმები ნათელს ხდის, რომ სირიის რეჟიმი რუსეთსა და ირანთან ერთად ვეღარ გააგრძელებს ხალხისთვის ამ ტრაგედიის მოწყობას, როგორც მინიმუმ, დაუსჯელად მაინც“, - წერს ტუსკი.

Amnesty International

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა აშშ-ს და მის მოკავშირეებს მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვისკენ მოუწოდა. „სირიელი ხალხი უკვე ექვსი წელია გამანადგურებელ დარტყმების სამიზნეა, მათ შორის ქიმიური იარაღისაც. თავდასხმების უმეტესობა შეიძლება საომარ დანაშაულად შეფასდეს“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. „შესაბამისად, ყველა სამხედრო ღონისძიება ისე უნდა გატარდეს, რომ მოქალაქეებს რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეთ. მოქალაქეები საყვარელი ადამიანების დაკარგვის შიშს ყოველ წუთს განიცდიან, ამიტომ მათ სიცოცხლეს უნდა გავუფრთხილდეთ.“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^