Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტყიბულელი მეშახტეების მოთხოვნები "საქნახშირს"

15 აპრილი, 2018 14:12

ტყიბულელი მეშახტეების საინიციატივო ჯგუფს კომპანია "საქნახშირის" მიმართ კონკრეტული მოთხოვნები აქვს:

  • დროებით შეჩერდეს ტყიბულის შახტების ფუნქციონირება; კომპანიამ და სახელმწიფომ ერთობლივი ძალისხმევით შეძლონ შახტებში არსებული შრომის პირობებისა და უსაფრთხოების პრობლემების მოგვარება.
  • დაიდოს კოლექტიური ხელშეკრულება დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის, რაც გაითვალისწინებს სათანადო შრომით და სოციალურ გარანტიებს დასაქმებულებისათვის;

  • დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ  თანამდებობიდან საწარმოში დღეს არსებულ მდგომარეობაზე პასუხიმგებელი პირები;

ამის შესახებ განცხადებას ტყიბულელი მეშახტეების საინიციატივო ჯგუფი ავრცელებს:

"შახტების ამ ფორმით ფუნქციორების ყოველი დღე, საფრხის ქვეშ გვამყოფებს. ყოველი სმენის წინ ვემშვიდობებით ჩვენს ოჯახებს რადგან არ ვიცით დავბრუნდებით თუ არა უკან.

მოვითხოვთ უსაფრთხო სამუშაო გარემოს და ელემენტარულ სამუშაო პირობებს და ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე წარმოუდგენლად მიგვაჩნია შახტებში შრომის გაგრძელება",- წერია განცხადებაში.

შახტების დროებით შეჩერებას საინიციატივო ჯგუფი შემდეგით ხსნის - უნდა მოხდეს შახტებში არსებული შრომის პირობებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის სრულფასოვანი შეფასება, გაიწეროს საწარმოსა და სამუშაო პროცესის მოდერნიზაციის გეგმა და დაუყოვნებლივ მოვიდეს საწარმოში არსებული შრომის პირობები და უსაფრთხოების საკითხები არსებულ ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში, გაწერილი გეგმის შესაბამისად. ამასთან, საწარმოს ფუნქციონირების დროებითი შეჩერების პერიოდში სრულად ანაზღაურდეს საწარმოში დასაქმებულების ხელფასი და ამაზე სრულად აიღოს პასუხისმგებლობა კომპანიამ და/ან ხელისუფლებამ;

ტყიბულელი მეშახტეების საინიციატივო ჯგუფი(ფბ გვერდი) სულ რამდენიმე დღეა რაც შეიქმნა და მათ განცხადებაში წერია, რომ ესაა დამოუკიდებელი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც არ წარმოადგენს არცერთ პროფესიულ კავშირს და იწყებს ბრძოლას მეშახტეების და მათი ოჯახების კეთილდღეობისათვის. 


"ქალაქი ტყიბული წლების მანძილზე უმძიმეს სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება. მაცხოვრებლების დიდი ნაწილი უკიდურესი სიღატაკის ზღვარზეა. ქალაქში დასაქმების ერთადერთ შესაძლებლობას შპს „საქნახშირის“ კუთვნილ შახტებში დასაქმება წარმოადგენს. შახტებში ჩვენი შრომითი პირობები და შრომის უსაფრთხოება უკიდურესად მძიმეა, რაც არაერთხელ გამხდარა ჩვენი მეგობრების და თანამშროლების დასახიჩრების და დაღუპვის მიზეზი. ბოლო 11 თვეში ტყიბულში 11 მეშახტე დაიღუპა, რაც შახტებში ჩვენი მძიმე სამუშაო პირობების და უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის შედეგია. 
ტყიბულში არსებულ უკიდურესად მძიმე მდგომარეობას ხელისუფლებისგან და კომპანიისაგან შესაბამისი პასუხიმსგებლობის აღება სჭირდება.


ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას ჩვენი სიცოცხლისა და შრომის უფლების დაცვისათვის.
შემოგვიერდით!", - წერია ჯგუფის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^