Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადვოკატი: მოვითხოვთ, მთავრობამ ყველა მექანიზმი გამოიყენოს ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემისთვის

16 აპრილი, 2018 21:43

მცხეთის პროკურატურაში არჩილ ტატუნაშვილის მამის გიორგი ტატუნაშვილის გამოკითხვა დასრულდა. არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატი თამარ ავალიანი აცხადებს, რომ ოჯახი ითხოვს დახმარებას, რათა საქართველოს ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფორმატში მოითხოვოს საოკუპაციო რეჟიმისგან არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემა.

„ოფიციალურად გავიგეთ, რომ გამოძიება არის დაწყებული ორი მუხლით, ეს არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა ორი ან მეტი პირის მიმართ და ასევე არჩილ ტატუნაშვილის მკვლევობა, სსკ-ის108-ე მუხლით გათვალისიწნებული. ორი პრინციპული საკითხი დავაყენეთ, ერთი ეს არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველა მის ხელთ არსებული მექანიზმი გამოიყენოს შინაგანი ორგანოების გადმოცემასთან დაკავშირებით, რადგან გარკვეული ვარაუდი გამოთქვა, ეს არ არის საბოლოო ვარაუდი, რომ ამან შეიძლება სრულყოფილ ექსპერტიზას ხელი შეუშალოს. მეორე,-  გამოთხოვილ იქნას ყველა სამედიცინო და სამართლებრივი დოკუმენტაცია რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში ინახება, ესეც დაეხმარება გამოძიებას“,- განუცხადა თამარ ავალიანმა ჟურნალისტებს მცხეთის რაიონული პროკურატურიდან გამოსვლის შემდგომ. 

როგორც არჩილ ტატუნაშვილის მამამ განაცხადა, მიიღო პირობა, რომ გამოძიების მასალებზე შეუფერხებელი წვდომა ექნება. გიორგი ტატუნაშვილს გააცნეს საქმის მასალები, მოწმეთა ჩვენებები და მიაწოდეს ინფორმაცია თუ რა ეტაპზეა გამოძიება. 

ახალი დეტალები არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის შესახებ

ტატუნაშვილი ახალგორიდან 22 თებერვალს გაიტაცეს. 23 თებერვალს კი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ის დაკავების შემდეგ გულის უკმარისობით ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქართველოს ხელისუფლება ამ ვერსიას არ იზიარებს.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს. მთავრობის წევრების თქმით,  თქმით, ქართველი ჯარისკაცი ნაწამები და მოკლულია.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^