Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ესტაკადის მშენებლობა დაიწყება

17 აპრილი, 2018 11:04

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა იწყება.

მერის განცხადებით, პროექტის შესრულება დაახლოებით 2 მლნ 700 ათასი ლარი დაჯდება და ხუთ თვეში დასრულდება.

„ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება გვაქვს დაწყებული, თუმცა მგონია, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. შეიძლება გაჩნდეს კითხვები ამ პროექტთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან ნამდვილად ვერ დავრჩებით ისე, როგორც იყო 50 წლის წინ, როცა რამდენიმე მანქანა დადიოდა დედაქალაქში. შესაბამისად, გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს.

რა თქმა უნდა, მხოლოდ ახალი კვანძების მშენებლობით სატრანსპორტო პრობლემებს და საცობებს ვერ მოვაგვარებთ, მაგრამ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვანია საცობების პრობლემის მოსაგვარებლად. როდესაც ვსაუბრობთ ქალაქის საჭიროებებზე, შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული მშენებლობების შეჩერება, მოგვიწიოს ნებართვების არგაცემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების უკმაყოფილება, შეიძლება მოგვიწიოს ხეების გადარგვა ან მოჭრა, თუმცა ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი”,- განაცხადა კახა კალაძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 აპრილი
21 აპრილი

გორში 9 დღის წინ გაუჩინარებული არასრულწლ ...

გორში გაუჩინარებული არასრულწლოვან დები რუსთავში იპოვეს - ინფორმაცია „ლიბერალს“ შსს-ში დაუდასტურეს. უწყე ...
21 აპრილი
21 აპრილი

ქართული მედიის პრობლემები - რა წერია აშშ ...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა 2017 წლის ანგარიში, რომელშიც საქართველოში არსებული მდგომარეობა სხვადასხ ...
21 აპრილი
21 აპრილი

ფოტო ► ჭუბერში ჰესების მშენებლობის წინაა ...

„არა ჰესების მშენებლობას!“, „გამოიყენეთ მზის და ქარის ენერგია!“  - მესტიის მუნიციპალიტეტში, ...
^