Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისთვის 5 კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს

17 აპრილი, 2018 11:23

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, კახეთის, მცხეთისა და აჭარის რეგიონებში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ხუთი ფაქტი გამოავლინეს და  ხუთი  კომპანიის ხელმძღვანელი  დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პირები, უკანონო სარგებლის მიღების მიზნით,  საგადასახადო დოკუმენტაციის გაყალბებას და რეალიზაციას ახდენდნენ. კერძოდ, მათ დაამზადეს და გაასაღეს ყალბი ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, რომლის თანახმად, თითქოსდა რეალიზებული იქნა სხვადასხვა დასახელების საქონელი - სამშენებლო და ხის მასალები, ასევე, სამეურნეო დანიშნულების პროდუქცია.

საქონლის რეალური მიწოდების გარეშე ფიქტიურად გამოწერილი, გაყალბებული საგადასახადო დოკუმენტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 300 000 ლარს შეადგენს,“ - ამბობენ საგამოძიებო სამსახურში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  2-დან 4-წლამდე ვადით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 დეკემბერი
16 დეკემბერი

ვიდეო► აქციის მონაწილე ხის კენწეროზე საქ ...

თელავისკენ მიმავალ გზაზე საპროტესტო აქციის მონაწილე ხის კენწეროზე ავიდა. იგი საქართველოსა და უკრაინის დროშებს აფრიალებს. ...
16 დეკემბერი
16 დეკემბერი

ომბუდსმენი შსს-ს: მომიტინგეთა გადაადგილე ...

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს უზრუნველყოს მომიტინგეთა შესაძლებლობა, გადაადგილდნენ თავისუფლად თელავის მიმა ...
16 დეკემბერი
16 დეკემბერი

ვიდეო► პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შ ...

თელავისკენ მიმავალ აქციის მონაწილეესა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლაა. 
^