Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბათუმის მე-14 საბავშვო ბაღში მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

17 აპრილი, 2018 12:08

ბათუმის მე-14 საჯარო საბავშვო ბაღში მომხდარზე შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

ერთ-ერთი ბავშვის მშობელი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საბავშვო ბაღში პარაზიტებზე ანალიზის დროს ბავშვებს ხელებს ძალით უჭერდნენ და ერთმანეთის თანდასწრებით ხდიდნენ საცვალს. მშობელი როდესაც ამ პროცესს შეესწრო, შეჩერება მოითხოვა, თუმცა ამბობს, რომ ექიმები მას შემდეგ შეჩერდნენ, როცა ადგილზე საპატრულო პოლიცია და სახალხო დამცველის წარმომადგენლები მივიდნენ. 

„როცა ბაღში მივედი, შვილი ატირებული დამხვდა. მითხრა, გამაშიშვლეს, სხვები მიყურებდნენ და შემრცხვაო… ჩემს შვილს ბაღში წასვლა აღარ უნდა. 

დღეს ჩემი შვილი სტრესშია, მეტყველება უჭირს, განიცდის… ამბობს, რომ აღარ უნდა ბაღში წასვლა, თუმცა იქ მაინც დადის“, - ამბობს „ბათუმელებთან“ ერთ-ერთი ბავშვის მშობელი 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^