Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი: დამცავი ორდერების ზრდის პარალელურად საფრთხეს სათანადოდ არ აფასებენ

17 აპრილი, 2018 12:42

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებებისა, კვლავ მაღალია ძალადობის სასტიკი ფორმებისა და მკვლელობების რაოდენობა. 

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ 2017 წელს ქალის მკვლელობის 26 შემთხვევიდან 14 ოჯახში ძალადობის პირობებში იყო ჩადენილი, ხოლო მკვლელობის მცდელობის 15 ფაქტიდან 12 ოჯახურ დანაშაულს უკავშირდებოდა.

„სახალხო დამცველი მუდმივად მიუთითებს დამცავი ღონისძიებების არაეფექტურობასა და პრევენციის ღონისძიებების გაძლიერების საჭიროებაზე. სამწუხაროდ, დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოწერის ზრდის პარალელურად, არ ხდება საფრთხის სათანადოდ შეფასება და მსხვერპლთა მიმართ დაცვის ეფექტური ღონისძიებების გამოყენება. არასათანადოდ ხორციელდება დამცავი ღონისძიებების აღსრულების მონიტორინგიც, რაც უარყოფითად აისახება ძალადობის მსხვერპლ ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე. ოჯახში ძალადობის შემთხვევების შესწავლისას სათანადო ყურადღება არ ექცევა ძალადობის ისტორიას, წარსულში მომხდარ ფაქტებსა თუ მსხვერპლის გამოცდილებას.

სამართალდამცავი უწყებების ძალისხმევასთან ერთად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ცნობიერების ამაღლებასა და სოციალური მუშაკების რგოლის გაძლიერებაზე, რაც ოჯახში ძალადობის შემთხვევათა სპეციფიკის გათვალისწინებით განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა. აღნიშნულ საკითხზე სერიოზული როლი ენიჭება საზოგადოების თითოეული წევრის აქტიურობას.

ამასთან, როდესაც ვსაუბრობთ გენდერული ნიშნით მოტივირებულ ქალთა მკვლელობებზე, ფემიციდზე, მნიშვნელოვანია, რომ სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებდეს ფემიციდის განმარტებას და სასჯელს, როგორც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის შემთხვევაში, რადგან ფემიციდი ეს არის მკვლელობა, რომელიც განპირობებულია დისკრიმინაციული მოტივით, ქალზე ძალაუფლების ქონის, მასზე მესაკუთრული დამოკიდებულების არსებობით, რაც განასხვავებს მას სხვა დანაშაულებისგან,“ - ამბობს სახალხო დამცველი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^