Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სტუდია მონიტორი: პარფიუმერიის მაღაზიებში იყიდება კოსმეტიკა, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშია

17 აპრილი, 2018 14:46

„სტუდია მონიტორის“ ინფორმაციით, საქართველოში პარფიუმერიის მაღაზიებში თავისუფლად იყიდება კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს.

საქსტატის მონაცემებით, ბოლო 7 წლის განმავლობაში ქვეყანაში დაახლოებით 15 ტონა კოსმეტიკა შემოვიდა.

თუმცა, როგორც „სტუდია მონიტორის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტშია ნათქვამი, არის თუ არა შემოსული კოსმეტიკური საშუალებები უსაფრთხო, ეს არც მომხმარებელმა და არც სახელმწიფომ არ იცის, რადგან მათ უვნებლობას არც ერთი სახელმწიფო უწყება არ ამოწმებს.

ტოქსიკოლოგის თქმით, ასეთი პროდუქტი აღიზიანებს კანს, ავითარებს ალერგიას და შესაძლოა, ქიმიური დამწვრობაც გამოიწვიოს. ამის მიუხედავად, სახელმწიფო იმპორტირებული კოსმეტიკური საშუალებების ხარისხს არ ამოწმებს.

როგორც სიუჟეტშია ნაჩვენები, მაღაზიებში თავისუფლად იყიდება ისეთი კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც ევროპულ ქვეყნებში აკრძალულ ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს (მაგ: პროპილ პარაბენი, მეთილ პარაბენი და სხვა.) და მათი გამოყენება ჯანმრთელობისთვის საშიშია. 

„სტუდია მონიტორი“ ერთ-ერთი ასეთი მაღაზიის წარმომადგენელს დაუკავშირდა, რათა გაერკვია, მოწმდება თუ არა მათი პროდუქცია საქართველოში.

 „ლაბორატორიული კვლევა არ უტარდებათ ჩვენს კოსმეტიკას ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენ არ ვამბობთ, რომ პროდუქტი არ შეიცავს ალუმინს. ჩვენ ვამბობთ, რომ შეიცავს. მომხმარებლის სურვილზეა დამოკიდებული, შეიძენს თუ არა. სხვა მხრივ კონტროლის ორგანო არ არსებობს და ჩვენც არ გვაქვს რაიმე მექანიზმი, რომ სახელმწიფო რამეს გვავალდებულებს და თავს ვარიდებთ. ჩვენ მზად ვართ, ნიმუშები წარვადგინოთ და არ გავიდეს, არ გაიპაროს, თუკი რაიმე მავნებელია ჯანმრთელობისთვის“,- უთხრა „სტუდია მონიტორის“ „ნავნეს“ მარკეტინგის მენეჯერმა, ანა ბედინაძემ.

როგორც „სტუდია მონიტორს“ ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, სამინისტრო ამზადებს კანონპროექტს, რომელიც პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილებებს გულისხმობს, მაგრამ კანონის მოქმედების არეალი შეზღუდულია და ის ყველა პროდუქტს არ შეეხება, მათ შორის არც კოსმეტიკას. 

იხილეთ სიუჟეტი სრულად: 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^