ალუჩა ქართულ ბაზარზე დაბრუნდა - ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ 1კგ ალუჩა 54 ლარი ღირს. გასულ წელს ამავე ქსელში ალუჩის ფასი 109 ლარი იყო.
სუპერმარკეტ „ნიკორაში“ ალუჩის ფასი 18,95 ლარია, „ფრესკოში“ კი ფასი 17-დან 18 ლარამდე მერყეობს.