Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩუგოშვილი მოძალადის 48-საათიანი დაკავების შესახებ: გვირჩიეს, არ ვიჩქაროთ ამ ცვლილების მიღება

18 აპრილი, 2018 12:55

პარტია „ევროპული საქართველოს“ ინიციატივაზე, რომელიც მოძალადის მიმართ ორდერის გამოცემისთანავე 48-საათიან დაკავებას გულისხმობს, გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარტიის წევრმა, ელენე ხოშტარიამ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრეს. 

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ შემაკავებელი და დამცავი ორდერის გაძლიერებაზე კონცენტრირებაა საჭირო, სწორედ ამიტომ პარტიაში ფიქრობენ, რომ გამოსავალი 48-საათიანი დაკავება იქნება. 

ექნება თუ არა უმრავლესობის მხრიდან ამ ინიციატივას მხარდაჭერა, ამასთან დაკავშირებით თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ განხილვა ყველა საკითხის შესაძლებელია, თუმცა უფრო ეფექტიანი მექანიზმის მოძებნაა საჭირო. 

„გენდერული თანასწორობის საბჭოს შეხვედრაზე იყო ამის განხილვა. მაგალითად, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და რამდენიმე ორგაბიზაციამ, რომლებიც ძალიან კომპეტენტურები არიან ამ თემაში გვირჩიეს, რომ არ ვიჩქაროთ ამ კანონპროექტის მიღება, რადგან არსებობს სხვა მექანიზმები, რომლებიც შეიძლება იყოს უფრო პროპორციული. რისკი შეიძლება იყოს ის, რომ ამ ინიციატივამ პირიქით შეიძლება დააბრკოლოს ადამიანი, რომელიც სხვა შემთხვევაში დარეკავდა პოლიციაში. თუ ეცოდინება, რომ დაუყოვნებლივ ადამიანის დაპატიმრება მოჰყვება მის ზარს, ეს შეიძლება, პირიქით, უფრო დამაბრკოლებელ გარემოებად იქცეს, "- ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

რას გულისხმობს „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა

27 მარტს პარტია „ევროპულმა საქართველოს“ წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ ისაუბრეს, რომელიც ქალთა უფლებების დაცვისა და გაძლიერების კუთხით შეიმუშავეს.

პარტიას რამდენიმე კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივა აქვს:

  • ოჯახში ძალადობის შემთხვევებში შემაკავებელი ორდერის გამოწერის პარალელურად, პოლიციამ მოძალადე მსხვერპლს 48-საათიანი პატიმრობის სახით უნდა განარიდოს.
  • მეორე ინიციატივა მსხვერპლის დაკითხვის წესს ეხება. ინიციატივის მიხედვით, მსხვერპლი უნდა დაიკითხოს პირველად არა საგამოძიებო ორგანოში, არამედ მოსამართლის მიერ.
  • სექსუალური შევიწროების საქმეებზე არსებული ხანდაზმულობის სამთვიანი ვადა უნდა გაიზარდოს, რათა პარტიის  წევრების თქმით, სასამართლოსთვის მიმართვის ბერკეტი ეფექტიანი იყოს.
  • შემდეგი ინიციატივა ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას ეხება.  პარტიაში ამბობენ, რომ ამის მისაღწევად ერთ-ერთი ნაბიჯია ქორწინების შემდეგ ერთობლივად შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ მხოლოდ ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე რეგისტრაცია.

„ევროპული საქართველოს“ საკანონმდებლო ინიციატივებზე პარტიას მსჯელობა აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^