Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოში პოლიეთილენის პარკების გამოყენების შემცირება იგეგმება

20 აპრილი, 2018 14:07

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ  განაცხადა, რომ სამინისტრო ახალ ინიციატივაზე მუშაობს, რომელიც პლასტიკის პარკების გამოყენების შემცირებას და გარემოს დაბინძურების პრევენციას ეხება.

მინისტრის მოადგილემ ამის შესახებ დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

„დედამიწის დღე ემთხვევა პლასტიკის ნარჩენებისგან გარემოს დაბინძურების პრევენციას. ამ თემის ირგვლივ არის წლევანდელი წელი და აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ შეიმუშავა ახალი ინციატივა პლასტიკის პარკების გამოყენების შემცირების თვალსაზრისით და ასევე, გარემოს დაბინძურების პრევენციის კუთხით. სულ მალე ეს ინიციატივა მთავრობაში შევა დასამტკიცებლად," - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ. 

დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება მსოფლიოს 175 ქვეყანაში. საქართველო ამ სიას 1990 წლიდან შეუერთდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^