Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალანდაძე: ხელისუფლებას აგარის ქარხნის ინვესტორთან დაწყებული აქვს კონსულტაციები

20 აპრილი, 2018 14:09

ხელისუფლებას უკვე დაწყებული აქვს კონსულტაციები, რათა მოინახოს კომპრომისული ვარიანტი და გამოიძებნოს გზები აგარის შაქრის ქარხნის ასამუშავებლად, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ, ლევან კალანდაძემ აგარის შაქრის ქარხნის თანამშრომელთა აქციის შესახებ განაცხადა.

„პრობლემის გასაღები არის ქარხნის ამუშავება. ხელისუფლებას დაწყებული აქვს კონსულტაციები და კომუნიკაცია ინვესტორთან.  ბიზნესომბუდსმენის აპარატსაც ჰქონდა მათთან კომუნიკაცია. არის მზაობა კომპრომისის მისაღწევად. ჩვენ  საბანკო სექტორთანაც გქონდა კომუნიკაცია. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ადამიანებს, რომლებსაც დღეს ფინანსური პრობლემები აქვთ, სესხი 6 თვის ვადით გადაუვადდეთ, რათა მათზე ფინანსური წნეხი შემცირდეს”, - განაცხადა ლევან კალანდაძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლებასა და ინვესტორ კომპანიას შორის გონივრული შეთანხმება დროულად მიიღწევა.

„ერთი  მხრივ, აქ არის სახელმწიფოებრივი და კონკრეტული ადამიანების ინტერესი, მეორე მხრივ კი -ინვესტორის. იმედს გამოვთქვამ, რომ  გონივრულ შეთანხმებამდე მივალთ. კონკრეტულ ვადებსა და გადაწყვეტილებაზე დღეს ვერ ვისაუბრებთ. უნდა დაველოდოთ მოლაპარაკებებს”, - განაცხადა მან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^