Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ღამის ღია კინოთეატრები და მუზეუმები - კალაძემ ღამის ეკონომიკის პროექტი წარადგინა

20 აპრილი, 2018 14:54

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ,  თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი წარადგინა. პრეზენტაციაზე თბილისის მერთან ერთად ღამის ეკონომიკის კონცეფციასა და სამოქმედო გეგმაზე პროექტის ხელმძღვანელმა, სერგი გვარჯალაძემ ისაუბრა.   

თბილისის მერის თქმით, ღამის ეკონომიკა გულისხმობს ნებისმიერ ეკონომიკურ აქტივობას, რომელიც საღამოს 8 საათიდან იწყება და დილამდე გრძელდება. ამ პროცესში კი, მისი თქმით, ჩართულია სხვადასხვა მიმართულება, მათ შორის ტრანსპორტი და კომუნიკაციები, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესი, კულტურის ინდუსტრია, ვაჭრობა და სხვა. 

მერიის ინფორმაციით, პროექტის მიზანია, ამ სექტორების კოორდინირებული მუშაობისა და მათი სტიმულირების გზით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ტურიზმიდან შემოსული თანხის ზრდა, გარეუბნების გამოცოცხლება, საღამოსა და ღამის საათებში მრავალფეროვანი აქტივობები, თბილისის, როგორც 24-საათიანი ქალაქის პოზიციონირება საერთაშორისო დონეზე. 

როგორც პროექტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, თბილისის ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში, მუნიციპალური ინიციატივების განსახორციელებლად იგეგმება ღამის ტრანსპორტის მოწესრიგება, მრავალფეროვანი კულტურული აქტივობა; მათ შორის, ღამის ღია კინოთეატრებისა და ღამის მუზეუმების ამოქმედება., გარდა ამისა, სტარტაპერებს მიეცემათ საშუალება, ბიზნესაქსელერატორებისა და შემოთავაზებული საინვესტიციო პაკეტების მეშვეობით განავითარონ ახალი ბიზნესპროექტები.

მერიის ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმის თბილისში გამართვასთან დაკავშირებით. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^