Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ორდღიანი ფეხით მსველობის შემდგომ მეშაქრეები 3 საათზე მეტია მთავრობასთან შეხვედრას ელოდებიან

20 აპრილი, 2018 19:05

ორდღიანი ფეხით მსვლელობის შემდგომ მეშაქრეები 3 საათზე მეტია მთავრობის კანცელარიის წინ, მთავრობის წარმომადგენელთან ეხვედრას ელოდებიან. ცოტა ხნის წინ მათთვის ცნობილი გახდა, რომ მათ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე შეხვდება, მაგრამ, მათი თქმით, შეხვედრის ზუსტი დრო ცნობილი არაა. 

 მეშაქრეებმა ფეხით მსვლელობა აგარიდან 18 აპრილს, 12:00 საათზე დაიწყეს და 110 კილომეტრი დაფარეს.

აქციის მონაწილეები დღეს აცხადებდნენ, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია კომპანიის წარმომადგენლებსა და მთავრობის წევრებს შორის შეხვედრის შესახებ.

„ლიბერალი" მთავრობის პრესსამსახურს ესაუბრა, თუმცა, როგორც თავდაპირველად გვითხრეს, შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მათ ჯერჯერობით არ ჰქონდათ, შემდეგ კი მთავრობის ადმინისტრაციაში „ლიბერალის" ზარს არ პასუხობდნენ. ხოლო, როგორც რამდენიმე წუთის წინ გვითხრეს, თავად შეგვეხმიანებიან.

კომპანია „აგარის შაქრის“ თანამშრომლები 6-თვიანი იძულებითი მოცდენის შემდეგ ქარხნის ამუშავებას და საკითხში მთავრობის ჩართულობას მოითხოვენ. ორთვიანი, 24-საათიანი, უშედეგო საპროტესტო აქციის შემდეგ, აგარელებმა საპროტესტო აქციის მთავრობის კანცელარიასთან გაგრძელება გადაწყვიტეს. 

აგარიდან თბილისამდე საპროტესტო მსვლელობის მონაწილე შეუძლოდ გახდა

ფოტო ► მუშების პროტესტი - ფეხით აგარიდან თბილისამდე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^