Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბიზნესომბუდსმენი: აგარის ქარხნის ამუშავების მზაობა არის და სავარაუდოდ, 2 თვეში განახლდება

20 აპრილი, 2018 20:57

მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილ აგარის მეშაქრეებს მთავრობის ადმინისტრაციიდან გამოსული ბიზნესომბუდსმენი შეხვდა. ირაკლი ლექვინაძის თქმით, ქარხნის მმართველთან შეხვედრისას მისი ამუშავების შესაძლებლობა განიხილეს და მზაობა გამოთქვა როგორც მფლობელმა, ისე სახელმწიფომ.

„ქარხნის ამუშავების მზაობა არსებობს. კომპანიამაც გამოთქვა ეს სურვილი და სახელმწიფოს მხრიდანაც იქნა გარკვეული საკითხები გაზიარებული. ახლა ეს საკითხები არის შეჯერების ეტაპზე“, - თქვა აქციის მონაწილეებთან ბიზნესომბუდსმენმა.

ლექვინაძის თქმით, შეხვედრაზე პრობლემური საკითხები განიხილეს, დეტალების დასაზუსტებლად კი სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ, ქარხნის მფლობელთან შეხვედრა მომავალ კვირაში გაიმართება.

„იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოიხსნას, რომ შაქრის ადგილზე წარმოება არამომგებიანია და საჭიროა, რაღაც ღონისძიებები - ეს საკითხები იქნა დასმული. განვიხილეთ, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ და კომპანიამ იმისთვის, რომ ეს წამგებიანობის თემა მოიხსნას. ახლა ეს შეხვედრა ამ წინადადებების გაზიარებით დასრულდა. მომავალ კვირამდე არის კიდევ დეტალები დასაზუსტებელი. მაგალითად, პერიოდთან დაკავშირებით, რომ რა პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს რიგი საკითხების მხარდაჭერა“, - განაცხადა ლექვინაძემ.

ბიზნესომბუდსმენის თქმით, საბოლოო შეთანხმების შემდეგ, ქარხნის მუშაობის განახლებას 1,5 ან 2 თვე დასჭირდება. კონკრეტულად რაში დაეხმარება სახელმწიფო აგარის შაქრის ქარხანას და რამდენი ხანი გაგრძელდება მხარდაჭერა, ეს საკითხები ლექვინაძის თქმით, ჯერ დასაზუსტებელია. „ვადებზე არის გარკვეულწილად საუბარი, თუ რა ვადები იქნება, მაგრამ ამისთვის უნდა დაველოდოთ მომავალი კვირის დასაწყისს, როცა მომდევნო შეხვედრა გაიმართება“, - დასძენს ბიზნესომბუდსმენი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^