Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქართული მედიის პრობლემები - რა წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

21 აპრილი, 2018 19:46

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა 2017 წლის ანგარიში, რომელშიც საქართველოში არსებული მდგომარეობა სხვადასხვა სფეროს მიხედვით არის დაყოფილი და შეფასებული. ანგარიშში სხვა საკითხებთან ერთად შეფასებულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ასევე მედიის პრობლემები. 

ანგარიშში ყურადღება დაეთმო საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის ცვლილებას, ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილებით გადაცემების დახურვას და კანონპროექტის ინიცირებას.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებმა გააჩინა მოლოდინი, რომ გაიზრდება არხის მენეჯმენტის ძალაუფლება და კორუფციის რისკები, შესუსტდება ბორდი, ასევე დასაქმებულთა დაცვის მექანიზმი“, - წერია ანგარიშში

ანგარიშში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა შეშფოთება  გამოიწვია რესტრუქტურიზაციის პროცესში გამჭვირვალეობის ნაკლებობის გამო, ასევე საზმაუს ლიდერების ძალაფლების კონსოლიდაციის გამო. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ დამოუკიდებელი მედია საქართველოში 2017 წელს ძალიან აქტიური იყო და ერთმანეთისგან განსხვავებულ მოსაზრებებს აშუქებდა. „თუმცა სამი ტელეკომპანიის - „იმედის“ „იმედის“, „მაესტროსა“ და GDS-ის გაერთიანებამ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის შეცვლამ შეამცირა მედიაპლურალიზმი და გაზარდა საზოგადოების აღქმა, რომ მედია მმართველი პარტიის სასარგბელოდ არის გაჯერებული“

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ახსენებს 4 ნოემბერს 29 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებასაც, რომ სამთავრობო გავლენები გაიზარდა და პირები, რომლებიც ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან არიან აფილირებული, ბიუჯეტიდან დაფინანსებულ საზოგდაოებრივ მაუწყებლს მართავენ. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე მიუთითებენ სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობაზე - 2 მარტს უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“ ყოფილ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს გადასცა. 3 მარტს კი ევროსასამართლომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. დაყადაღების შედეგად „რუსთავი 2-ს“ ფინანსური პრობლემები შეექმნა. 

ანგარიშში მოხვდა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის“ ქარტიის განცხადებაც, რომლითაც ორგანიზაციამ მწუხარება გამოთქვა საზოგადოებრივ მაუწყებელზე რამდენიმე გადაცემის დახურვის გამო და მოუწოდა არხის მენეჯმენტს მიღებული გადაწყვეტილებებისთვის გადაეხედათ. 

ასევე ანგარიშში ყურადღება დაეთმო „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებას, სადაც ორგანიზაცია გააკრიტიკა საზოგადოებრივი მაუწყებელი „საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, რომელიც საზოგადოებისთვის დროული და სრული ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს საქართველოში, რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე.“ ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნების წინ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეაჩერა ახალი ამბების გაშუქება, სოციალური და პოლიტიკური ხასიათის გადაცემები აღარ გადიოდა პრაიმტაიმში და საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დებატები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნახსენებია მარნეულის სათემო რადიოს ხელმძღვანელის კამილა მამედოვას საქმეც - 2017 წლის ივლისში მან პოლიციას მიმართა, რათა გამოეძიებინათ ხელისუფლებისა და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების მხრიდან რადიოში გასული კრიტიკული მასალების გამო ზეწოლის ფაქტები. 

ანგარიშში ასევე ნახსენებია შემთხვევა, როდესაც პოლიციამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა media.ge-ის რედაქტორს დავით მჭედლიძეს. 

სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ კონკრეტულ მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ ხელისუფლების გაკრიტიკება, თუმცა ანგარიშში აღნიშნულია, „ბირჟა მაფიას“ საქმე - რეპერები ვიდეოკლიპში პოლიციას აკრიტიკებდნენ, მოგვიანებით ისინი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, საზოგადოების პროტესტის შემდეგ კი გაათავისუფლეს.

ინტერნეტის თავისუფლების ნაწილში სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ ხელისუფლებას არ აუკრძალავს ან შეუზღუდავს ინტერნეტზე წვდომა, არ გამოუყენებია ცენზურა რომელიმე ონლაინ მასალაზე, მაგრამ საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების გაერთიანების სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 2/3-მა გამოიყენა ინტერნეტი. სერვისის მაღალი ფასები და არაადეკვატური ინფრასტრქტურა ინტერნეტზე წვდომას ზღუდავს, განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრებლებისთვის და დაბალი შემოსავლი მქონე ადამიანებისთვის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^