Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ერევანში აქცია გრძელდება - დაკავებულია აქციის 250-მდე მონაწილე

22 აპრილი, 2018 19:34

ერევანში ოპოზიციის ლიდერის და აქციის სხვა მონაწილეებს დაკავების მიუხედავად აქცია გრძელდება. ფაშინიანის დაკავების შემდეგ აქციის მასშტაბი ერევანში გაიზარდა. სამართალდამცავებმა ჯამში 250-მდე ადამიანი დააკავეს. 

საპროტესტო აქციის მონაწილეები ერევნის ცენტრალურ მოედანზე იკრიბებიან. 

ევროკავშირმა სომხეთის ხელისუფლებას დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. 

-----

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა 22 აპრილს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და სადაც ნათქვამია, რომ სხვადასხვა პირები და ჯგუფები ეროვნული უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წესრიგის წინაღმდეგ დანაშაულებს ამზადებენ. 

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, ქვეყანაში სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ ახალი პროვოკაციის განხორციელების წინაპირობას ქმნის.

ფოტოების სანახავად გადადით ბმულზე 

------

დღეს 22 აპრილს,  დილით ერევანში მოქმედი პრემიერ მინისტრის სერჟ სარგსიანის და ოპოზიციის ლიდერის ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართა. თუმცა შეხვედრა ვერ შედგა და სარგსიანმა ის მისვლიდან მალევე დატოვა. სარგსიანმა ფაშინიანი სიტუაციის ესკალაციაში დაანაშაული. 

ამ შეხვედრის დასრულებიდან მალევე ერევნის ცენტრში დააკავეს ნიკოლ ფაშინიანი, რასაც არეულობა მოჰყვა. პოლიციამ პროტესტის მონაწილეების მასობრივი დაკავება დაიწყო და ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოიყენა ძალა მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ. 

ამის მიუხედავად ამ წუთებშიც აქცია ერევნის ცენტრალურ მოედანზე გრძელდება. მათი მოთხოვნა დაკავებული ფაშინიანის გათავისუფლება და სერჟ სარგისიანის ხელისუფლებიდან წასვლაა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^