Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

139-ე სკოლის მოსწავლეებისადმი შესაძლო დამამცირებელ მოპყრობაზე სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო

23 აპრილი, 2018 12:13

თბილისის 139-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისადმი შესაძლო დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტმა მოკვლევა დაიწყო. სამინისტროში ამბობენ, რომ აუდიტმა მოკვლევა მასწავლებლების განცხადების საფუძველზე დაიწყო, მოკვლევის დასრულებემდე კი დეტალებზე ვერ საუბრობენ. 

საქმე ეხება გაკვეთილებზე დაგვიანებული მოსწავლეების ბიბლიოთეკაში ჩაკეტვის შემთხვევებს. 

139-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა ნინო ხოხობაშვილმა გადაცემა „P.S.“ მიაწოდა აუდიოჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ სკოლის დირექტორი ნათია ფხალაძე საუბრობს და პედაგოგებს ეუბნება, რომ დაგვიანებული მოსწავლეები ბიბლიოთეკაში უნდა ჩაკეტონ გაკვეთილების დასრულებამდე და საპირფარეშოშიც არ უნდა გაუშვან. ამავეს ადასტურებს სკოლის რამდენიმე მოსწავლე „P.S.“-სთვის მიცემულ ინტერვიუში, როდესაც იხსენებენ, თუ როგორ ჩაკეტეს გაკვეთილებზე დაგვიანების გამო, დირექტორის ბრძანებით, ბიბლიოთეკაში საათების განმავლობაში, საგაკვეთილო დროის დასრულებამდე. 

გასულ კვირას 139-ე საჯარო სკოლაში საპროტესტო აქცია გაიმართა. სკოლის პედაგოგები ნინო ხოხობაშვილი და ლელა მაზმიშვილი სადამრიგებლო კლასების მოსწავლეებთან ერთად, სკოლის დირექტორის გადადგომას მოითხოვდნენ.

ისინი დირექტორს, ნათია ფხალაძეს სკოლაში სასწავლო პროცესის ერთპიროვნულ მართვაში ადანაშაულებენ. მათივე თქმით, დირექტორმა სკოლის რამდენიმე პედაგოგის დისკრიმინაცია იმ ნიშნით დაიწყო, რომ მათ განსხვავებული აზრი აქვთ და დირექტორის გარკვეულ გადაცდომებს ღიად აფიქსირებენ.

ლელა მაზმიშვილის განცხადებით, სკოლაში პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა მასწავლებელმა განათლების სამინისტროში  ნათია ფხალაძის შესაძლო გადაცდომების შესახებ განცხადება შეიტანა, რასაც სხვა პედაგოგების განცხადებაც მოჰყვა, აუდიტის სამსახურის კვლევის შედეგად კი, დირექტორის გადაცდომები დადასტურდა.

„ლიბერალმა“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აუდიტის დასკვნა გამოითხოვა, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^