Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეტროს მემანქანეების ხელფასის გაზრდის საკითხზე მედიაციის პროცესში მერიაც ჩაერთვება

23 აპრილი, 2018 12:47

18 აპრილს მეტროს მემანქანეებმა დააანონსეს, რომ დღეს, 23 აპრილს მათი წინასაგაფიცვო პერიოდი ამოიწურებოდა. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისგან“ ელმატარებლების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის „ერთობა 2013-ის“ წევრი მემანქანეები კომპანიისგან ხელფასის გაზრდას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაიფიცებოდნენ.

მემანქანეებმა მედიატორის დანიშვნის მოთხოვნით ჯანდაცვის მინისტრს 2 აპრილს მიმართეს, რის შედეგადაც დაიწყო მედიაციის პროცესი. თუმცა, როგორც „ერთობა 2013-ის“ მემანქანემ, არჩილ ლაბაძემ „ლიბერალს" განუცხადა, მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთოს თბილისის მერიაც, რომელიც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მფლობელია. ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ მედიაცია ერთი კვირით გადადო. ამ დღეებში, სამხრივი ფორმატით, ერთმანეთს შეხვდებიან მერიის, კომპანიისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ამის შემდეგ გადაწყდება, დაკმაყოფილდება თუ არა მეტროს მემანქანეების მოთხოვნა. 

მათი მთავარი მოთხოვნაა, ანაზღაურება გადაიხედოს 45%-ის ოდენობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტროს მემანქანეების ნაწილი გაფიცვას აპირებს.

ვიდეო: "სოლიდარობის ქსელი"

კოლექტიურ შრომითი დავაში მათ არასამთავრობო ორგანიზაცია EMC სამართლებრივ დახმარებას უწევს. 

დღეისთვის მემანქანეთა საშუალო თვიური ხელფასი საშემოსავლო გადასახადის გარეშე, 1150 ლარია. მემანქანეები ამბობენ, რომ არსებული ანაზღაურება შეუსაბამოა იმ გარემო-პირობებთან, სამუშაო ციკლთან თუ პასუხისმგებლობასთან შედარებით, რომელსაც ისინი ყოველდღიურობაში აწყდებიან.

„ისინი მთელ სამუშაო დღეს მიწის ქვეშ ატარებენ, სადაც მომეტებული ხმაურის, მაღალი ვიბრაციის, ჟანგბადის ნაკლებობის, რადიაციული ფონის პირობებში უწევთ მუდმივ დაძაბულ რეჟიმში მუშაობა და დღეში 400 000 მგზავრის უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. ამასთან, თავად მემანქანეთა მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მემანქანეთა დიდ ნაწილში ფართოდ გავრცელებულია ადრეული სიკვდილი (მემანქანეთა თქმით საპენსიო 65 წლის ასაკს მეტროს მემანქანეთა 60% ვერ აღწევს) და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები“, - განუცხადა "ლიბერალს" EMC-ის იურისტმა ლინა ღვინიანიძემ 18 აპრილს. 

EMC-ის განცხადებით, ქვეყანაში მაღალი ინფლაციის დონისა თუ სამომხმარებლო ფასების ზრდის მიუხედავად, მემანქანებების ანაზღაურება 2013 წლიდან არ გადახედილა, შედეგად, ისინი ვერ უზრუნველყოფენ მათი ოჯახებისათვის ცხოვრების საშუალო სტანდარტს. მათი სამუშაოს სპეციფიკა კი ასევე გამორიცხავს სხვა შემოსავლის წყაროს გაჩენის შესაძლებლობას. 

მეტროპოლიტენის მემანქანეები ანაზღაურების გაზრდას ჯერ კიდევ 2016 წელს ითხოვდნენ და გაფიცვას გეგმავდნენ, თუმცა სასამართლომ მათი გაფიცვა 30 დღით გადაავადა. როგორც კაპანაძე ამბობს, მაშინ შემაჯამებელ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ხელფასების გადახედვის საკითხი იყო, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^