Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სერჟ სარგსიანის განცხადების სრული ვერსია

23 აპრილი, 2018 17:33

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, სერჟ სარგსიანმა თანამდებობა დატოვა. ნახეთ მიმართვის ტექსტი ვრცლად:

„ძვირფასო თანამემამულეებო, 

მე მივმართავ სომხეთის ყველა მოქალაქეს, ახალგაზრდასა თუ ხანშიშესულს, კაცსა თუ ქალს.

მივმართავ მათ, ვინც დღე და ღამე დგას ქუჩაში მოწოდებით „უარი უთხარი სერჟს“ და მათ, ვინც გაჭირვებით მიდის სამუშაო ადგილამდე, გადაკეტილ ქუჩებში, რათა შეასრულოს თავისი ვალი. 

მივმართავ მათ, ვინც მთელი დღეების განმავლობაში თვალს ადევნებს პირდაპირ ეთერს და მათ, ვინც საზოგადოებრივ წესრიგს უზრუნველყოფს დღისა და ღამის განმავლობაში.

მივმართავ მათაც, ჯარისკაცებს, ოფიცრებს საზღვარზე. მივმართავ თანაპარტიელებს, პოლიტიკურ ოპონენტებს, უკანასკნელად მოგმართავთ, როგორც ქვეყნის ხელმძღვანელი.

ნიკოლ ფაშინიანი იყო მართალი. მე შევცდი. შექმნილი ვითარებიდან რამდენიმე გამოსავალია, თუმცა მე არც ერთზე არ წავალ. ეს მე არ შემეფერება. მე ვტოვებ ქვეყნის ხელმძღვანელის თანამდებობას, სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს. ჩემი პრემიერობის წინააღმდეგი ქუჩის მოძრაობაა. მე თქვენ მოთხოვნას ვასრულებ“,-ნათქვმია სარგსიანის განცხადებაში. 

სომხეთში სერჟ სარგსიანის გადადგომის მოთხოვნით ათ დღეზე მეტია, აქციები მიმდინარეობს. ოპოზიცია აქციებს 13 აპრილიდან მართავს. 

სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრად 17 აპრილს აირჩია სომხეთის პარლამენტმა და მასშტაბური პროტესტის გამო თანამდებობა არჩევიდან 6 დღეში დატოვა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^