Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნიკოლ პაშინიანი: დროებითი მთავრობა უნდა შეიქმნას და ჩატარდეს საპარალამენტო არჩევნები

23 აპრილი, 2018 21:18

ერევანში ოპოზიციის ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა აქციის მონაწილეებს მიმართა. მან აქციის მონაწილეებს მოულოცა გამარჯვება და განაცხადა, უნდა ჩამოყალიბდეს დროებითი მთავრობა და ამის შემდეგ უნდა დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები. 

პაშინიანის გამოსვლის ტექსტს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

„დღეს დილით მეუბნებოდნენ, მთავაზობდნენ, რომ სერჟი გადადგებოდა ოქტომბერში, ორი საათის შემდეგ შემომთავაზეს, რომ გადადგებოდა ერთ თვეში. შემდეგ შემომთავაზეს, რომ გადადგებოდა 25 აპრილს და ბოლოს ვნახეთ, როგორ გადადგა დღეს.

ჩვენ გვქონდა რამდენიმე მიზანი – პირველი სერჟის გადაყენება, პარლამენტში ხალხის რჩეულის წარდგენა და ეს უნდა მოხდეს ამ ერთი კვირის განმავლობაში, თუმცა მანამდე დროებითი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს. ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს საპარალამენტო არჩევნები, სადაც ხალხი აირჩევს ხელისუფლებას.

იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო აღიარებს ხავერდოვან რევოლუციას და ეს რაც უფრო მალე მოხდება, მით უკეთესი. ეს დაგვეხმარება მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებაში, ხავერდოვანი რევოლუცია არ უნდა გაჩერდეს და ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის“,- განაცხადა პაშინიანმა.

სომხეთში სერჟ სარგსიანის გადადგომის მოთხოვნით ათ დღეზე მეტია, აქციები მიმდინარეობს. ოპოზიცია აქციებს 13 აპრილიდან მართავს. 

სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრად 17 აპრილს აირჩია სომხეთის პარლამენტმა და მასშტაბური პროტესტის გამო თანამდებობა არჩევიდან 6 დღეში დატოვა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^