Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სომხეთში საპროტესტო აქციები განახლდა

25 აპრილი, 2018 11:49

ერევანში დღეს საპროტესტო აქციები განახლდა.11:00 საათზე მოქალაქეები მსვლელობით დაიძრნენ ცენტრალური მოედნისკენ, სადაც პოლიციას გზები აქვს გადაკეტილი. ქალაქში შეყვანილია მძიმე ტექნიკაც.

ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ძალაუფლების მმართველი პარტიის ხელში დარჩენის შემთხვევაში მხოლოდ სარგსიანის წასვლა არაფერს შეცვლის. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ხალხის რჩეული უნდა იყოს ხავერდოვანი რევოლუციიდან. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მასა და პრემიერობის მოვალეობის შემსრულებელ კარენ კარაპეტიანს შორის შეხვედრაც ჩაიშალა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი არმენ სარგსიანი 23 აპრილს, საპროტესტო აქციების მე-11 დღეს გადადგა. ერევანში პროტესტი მისი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენას მოჰყვა. მოქალაქეები სარგსიანს, მას შემდეგ, რაც ორი საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ ძალაუფლება მაინც შეინარჩუნა, დიქტატორად მოიხსენიებდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^