Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კახა კალაძე ავტოფარეხების აღებისა და მათ ნაცვლად სკვერების აშენების ინიციატივით გამოდის

25 აპრილი, 2018 12:09

თბილისის მერი კახა კალაძე ქალაქში არსებული ავტოფარეხების აღებისა და მათ ნაცვლად სკვერების, ბაღებისა და სპორტული მოედნების აშენების ინიციატივით გამოდის. მისი თქმით,  მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში, პროექტის ხარჯს თბილისის მერია დაფარავს. 

„ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ. სერიოზული პრობლემები გვაქვს და მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება. მე მგონია, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი, რადგან ქალაქში გაჩნდება უფრო მეტი მწვანე სივრცე",- განაცხადა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერის ინფორმაციით, ჩატარდა კვლევა და მიწისქვეშა პარკინგისთვის ქალაქის მასშტაბით 10 ლოკაცია შეარჩიეს. დღეს კალაძემ სამ მათგანზე ისაუბრა. ესენია: გეგეშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურისა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიები.

„ჯამში სამივე ტერიტორიაზე 715 საპარკინგე ადგილის მოწყობა არის შესაძლებელი. ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება. გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც მეტ საგარანტიო უზრუნველყოფას შესთავაზებს მუნიციპალიტეტს, ხოლო მიწის ნაკვეთი გამარჯვებულს 1 ლარად გადაეცემა. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება, რომ ჩვენ შევძლოთ იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც ამ მიმართულებით ქალაქს დღეს აწუხებს. მზად ვართ, ბიზნესთან მჭიდრო ურთიერთობით შევქმნათ საჭირო ინფრასტრუქტურა“,- განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^