Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტრანსგენდერი ადამიანებისთვის დოკუმენტში სქესის ჩანაწერზე იუსტიციის სამინისტროს განმარტება

30 აპრილი, 2018 13:49

 ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე სანდრო ბარამიძე პასუხობს ომბუდსმენის მოხსენებას, რომელშიც ერთ-ერთი საკითხი გენდერულ იდენტობას ეხებოდა. ბარამიძის განცხადებით, სამინისტროს არ გააჩნია კომპეტენცია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსგენდერი ადამიანებისთვის დოკუმენტში სქესის ჩანაწერის შესახებ

„სამწუხაროდ ამ საკმარისად მნიშვნელოვან თემაზე იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია კომპეტენცია, რომ როგორც ცალკე აღებულმა უწყებამ რაიმე პასუხი გასცეს ამ საკითხს, ეს არის თემა, რომელიც საჭიროებს ფართო კონსულტაციებს და შეთანხმებას სხვადასხვა უწყებებს შორის, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, თუ გაიხსნება ასეთი კონსულტაციები ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ, მაგრამ ცალკე აღებულად ჩვენ ამ საკითხის გადაწყვეტის კომპეტენცია არ გაგვაჩნია“, - განაცხადა ბარამიძემ  

ომბუდსმენის რეკომენდაციით, ტრანსგენდერი პირებისთვის სახელმწიფოს და არასახელმწიფო დაწესებულებების მიერ გაცემულ ყველა დოკუმენტში უნდა დაინერგოს მათი გენდერული იდენტობის ასახვის სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურა. მნიშვნელოვანია, რომ პროცედურა მკაფიოდ იყოს გამიჯნული სამედიცინო ტრანზიციის პროცესისგან. 

აღნიშნულ საკითხზე არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, ქალთა მოძრაობის წევრებმა 1 000 ადამიანის მიერ ხელმოწერილი პეტიციაც შეიტანეს იუსტიციის სამინისტროში - „აღიარე ტრანსგენდერი ქალი ქალად". პეტიციის ხელმომწერების მოთხვნაა, რომ იუსტიციის სამინისტრომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შეცვლა უზრუნველყოს ტრანსგენდერი ადამიანის მიერ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, რაც გულისხმობს გენდერული დისფორიის დიაგნოზს, მაგრამ არა სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის ცნობას. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 აპრილი
22 აპრილი

დასაბუთებული ეჭვი გვაქვს, რომ [პანკისში] ...

დღეს საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის (GREDA) ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა, სადაც ენერგ ...
22 აპრილი
22 აპრილი

ზურაბიშვილი ამერიკულ ტელეარხ CBS-ს მოუწო ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკულ ტელეარხ CBS-ს ტვიტერზე მიმართავს, რომ სერიალ „საზღვაო პოლი ...
22 აპრილი
22 აპრილი

„არა ჰესებს და რეპრესიებს პანკისში!“ - დ ...

„სოლიდარობა პანკისელებს! არა რეპრესიებს! არა ჰესებს პანკისში!“, - დღეს, 19 საათზე, თბილისში, პარლამენტის წინ ...
^