Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კილაძე ლგბტ აქტივისტების პროტესტზე - „ეს პროცესი შესაძლოა, მართული იყოს“

01 მაისი, 2018 13:41

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ლგბტ აქტივისტების პროტესტზე ამბობს, რომ „ეს პროცესი შესაძლოა, მართული იყოს“, -  ამის შესახებ მან კომიტეტის სხდომის შესვენებაზე ჟურნალისტებთან განაცხადა. 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ვისგან იმართებიან აქტივისტები, ის პასუხობს, რომ არ იცის. 

„არანაირი ჰომოფობიური განცხადება არ გაკეთებულა. ზოგადად, უფლებების თემასთან დაკავშირებით ყველა ადამიანს თავისი მოსაზრება აქვს და გასაგებია, რომ ჩვენ ვართ ის კომიტეტი, რომელმაც თითოეული ადამიანი უნდა დავიცვათ, მაგრამ ასეთი ფორმით არის მიუღებელი. ამ ადამიანებს ჩვენი კომიტეტიდან არავინ ჩაგრავს, არც არავითარი ისეთი განცხადება არ გაკეთებულა. უფრო ჰგავს მართულ პროცესს, რადგან სხვა საფუძველს მე ვერ ვხედავ“, - ამბობს კილაძე.

რამდენიმე წუთის წინ, ლგბტ აქტივისტებმა სხდომის მიმდინარეობისას პლაკატები გაშალეს წარწერებით, „გადადექი!";  „ადამიანის უფლებების დაკიდების კომიტეტი".

ლგბტ აქტივისტები სოფო კილაძის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვენ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გუშინ „ლიბერალს" უთხრა, რომ კომიტეტი 17 მაისის, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს კომიტეტის 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმაშია ჩაწერილი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნს ქართ ...

p.p1 {margin: 0.0px 0.0px 8.0px 0.0px; text-align: justify; font: 11.0px Helvetica; color: #000000; -webkit-text-stroke ...
08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
^