Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კანონპროექტით, 2019 წლიდან ხურდის დამრგვალებით გაცემა სავალდებულო გახდება

02 მაისი, 2018 11:23

მთავრობის კანონპროექტით, 2019 წლიდან ობიექტები ვალდებულნი იქნებიან, ნაღდი ანგარიშსწორებისას პროდუქცია თუ სერვისი ხუთის ჯერადი ღირებულებით გაყიდონ. შესაბამისად, ხურდად 1 და 2-თეთრიანები აღარ დააბრუნონ.

ასე რომ, თუ პროდუქტი ღირს 1.99 ლარი, მომხმარებელს მის შესაძენად სავარაუდოდ 2 ლარის გადახდა მოუწევს. ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, თუ ადამიანი რამდენიმე პროდუქტს ერთად შეიძენს, მათი ფასი დაჯამდება და დამრგვალებული ფასის გადახდა მოუწევს.

დამრგვალების მეთოდსა და გამოყენების წესს ეროვნული ბანკი დაადგენს. კანონპროექტი არ აზუსტებს, დამრგვალება აუცილებლად მეტობით უნდა მოხდეს თუ ნაკლებობით.

შესაბამისად, დაზუსტებული არ არის, იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის ფასი 1.97 ლარია, მომხმარებელმა 1.95 ლარი უნდა გადაიხადოს თუ 2 ლარი.

უნაღდო ანარიშწორებისას ფასის ზუსტი ღირებულებით მითითება ისევ სავალდებულო იქნება, რადგან კანონპროექტი მხოლოდ ნაღდ ანგარიშსწორებას ეხება. მისი შემუშავების მიზეზიც ისაა, რომ ეროვნულ ბანკს 1 და 2-თეთრიანების წარმოება მისი მონეტების თვითღირებულებაზე მეტი უჯდება. ამ საფასურის მონეტებს კი მოსახლეობა, ფაქტობრივად, არ იყენებს.

კომიტეტის სხდომაზე დეპუტატთა ნაწილმა ინიციატივა გამოთქვა, რომ უმჯობესი იქნებოდა ყველა პროდუქტს დამრგვალებული ფასი დადებოდა, მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე კი ამბობს, რომ სავაჭრო ობიექტებს პროდუქტებზე ფასის დადება ჩვეულებრივად შეეძლებათ, ხოლო მომხმარებელი დამრგვალებულს ფასს სალაროსთან გადაიხდის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^