
გამოცემა Buisnes Media Georgia (BMG) ავრცელებს ინფორმაციას, რომ „ლიბერთი ბანკს“ „ქართუ ბანკის“ შეძენა სურს და მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას BMG-ს სიუჟეტში „ლიბერთის“ აქციონერი ირაკლი რუხაძე ადასტურებს.
„ვარ პროცესში. მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ძალიან მინდა, რომ გამოვიდეს „ქართუს“ ყიდვა, მაგრამ ჯერ კიდევ გარკვეული სამუშაოებია ჩასატარებელი. შეიძლება, ორი თვე დასჭირდეს, შეიძლება - ორი წელი", - ამბობს ირაკლი რუხაძე.
ის ასევე არ უარყოფს ინფორმაციას მოლაპარაკებების შესახებ ტელეკომპანია „იმედისა“ და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის შეძენაზე. როგორც ირაკლი რუხაძე ამბობს, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა, BMG-ს ინფორმაციით, გარიგება უკვე შედგა და მისი სავარუდო ღირებულება 30 მლნ დოლარია.