Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საზმაუს რამდენიმე პროდიუსერს კაკაბაძისთვის ხელფასების შესახებ ინფორმაციის მიწოდება არ სურს

04 მაისი, 2018 20:08

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრმა, ნინია კაკაბაძემ, ორი დღის წინ, საბჭოს აპარატის წევრებს მეილი მისწერა და ცალკეული გადაცემების მთლიანი დაფინანსება, ასევე ცალკეული თანამშრომლების ხელფასებიც გამოითხოვა.

 "ინსპირაცია იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევა, სადაც ნათქვამია, რომ ჩაშლილი სახით ანაზღაურების შესახებ მონაცემები არ არსებობს, და ასევე რამდენადაც ვიცი, თანამშრომელთა ხელფასებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა". - გვითხრა კაკაბაძემ.

დღეს კი "საზოგადოებივი მაუწყებლის" პროდიუსერი - ეკა შონია, ასევე ვებ-გვერდის რედაქტორი ირინა დეკანოიძე და სხვა თანამშრომლები, საჯაროდ, ფეისბუქის გვერდზე გამოხატავენ აღშფოთებას ამ ფაქტის გამო. (რომ სამეურვეო საბჭოს წევრმა, ნინია კაკაბაძემ მათი ხელფასების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა).

"ნინია კაკაბაძემ, რომელიც მაუწყებელში მოსულია კონკრეტული გეგმით და დავალებით, რომ როგორმე აჭრას და არიოს დიდი შრომის ფასად დალაგებული მშვიდი სიტუაცია, მორიგი სპექტაკლისთვის დაიწყო მზადება". - დაწერა შონიამ ფეისბუქზე. 

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი, სულხან სალაძე "ლიბერალთან" საუბარში ამბობს, რომ ნინია კაკაბაძეს სრული უფლება აქვს გამოითხოვოს ეს ინფორმაცია და მისთვის უარის თქმა მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევა იქნება. 

"როდესაც მე ვიყავი სამეურვეო საბჭოს წევრი, ეს ინფორმაცია მიმიღია, თუმცა იგი საჯაროდ არ გამომიტანია, რადგან ეს ჩემი პროფესიული საიდუმლო იყო და ის ჩემთვის ცნობილი გახდა, როგორც სამეურვეო საბჭოს წევრისთვის.

ნინიას ეს ინფორმაცია ყველა შემთხვევაში უნდ მისცენ, ბუნებრივის ეს ინფორმაცია არ უნდა გადაეცეს მესამე პირებს, არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ვის რამდენი აქვს ხელფასი იდენტიფიცირებადი სახით" - ამბობს სალაძე

აღნიშნულის შესახებ ნინია კაკაბაძემაც იცის - "მე არ მაქვს გამჟავნების უფლება, თუმცა გამოთხოვის და ნახვის უფლება ნამდვილად მაქვს" - გვეუბნება იგი. 

რის უფლება აქვს კაკაბაძეს? - სალაძე ამბობს, რომ კაკაბაძეს შეუძლია, პირობითად, თუ ნახა რომ ოპერატორების ხელფასი იწყება 600 ლარიდან და ადის 2000 ლარამდე,  თქვას მინიმალური და მაქსიმალური ოდენობა, და დაასახელო მათი (ოპერატორების) რაოდენობა.

"კანონის მიხედვით სამეურვეო საბჭოს წევრ უფლება აქვს მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია მაუწყებლის საქმიანობასთან. და ანაზღაურების საკითხი ნამდვილად დაკავშირებულია ამასთან" . - ამბობს ახალგაზრდა იურისტების თავმჯდომარე. 

ჩვენ ვცადეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებისთვის დაგვესვა კითხვა, თუ რატომ არ სურთ ნინია კაკაბაძემ მიიღოს ინფორმაცია, რის უფლებასაც კანონი აძლევს, თუმცა მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 ნოემბერი
21 ნოემბერი

დემონსტრანტების სასამართლო მძიმე დარღვევ ...

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, დაკავებული დემონსტრანტების საქმეების განხილვის პროცესში მოსამართლე უგულვებელყოფდ ...
21 ნოემბერი
21 ნოემბერი

ზვიად ძიძიგური ახალი ფრაქციისთვის კონსერ ...

„კონსერვატიული პარტიის“ პარტიის თავმჯდომარემ და პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა უმრავლესობ ...
21 ნოემბერი
21 ნოემბერი

დემონსტრანტებმა ბოქლომი სასამართლოშიც მი ...

ოპოზიციური პარტიებისა და მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები „ბოქლომის დადების“ პერფომანსის მოსაწყობ ...
^