Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დღეიდან იპოთეკური სესხის ნაწილზე ბანკი ქონების ღირებულების 50%-ზე მეტს ვერ გასცემს

07 მაისი, 2018 15:34

დღეიდან საქართველოში მოქმედი სესხის გამცემი ნებისმიერი დაწესებულებისთვის  გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული რეგულაციით, კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსოებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხის გაცემა ეზღუდებათ. კერძოდ, ასეთი სესხის საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.

„სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, სამომხმარებლო სესხის მნიშვნელოვანი ნაწილი მსესხებლის გადამხდელუნარიანობის შესწავლის გარეშე გაიცემა. საკმაოდ გაიზარდა მათი გაცემა და ფინანსურმა ინსტიტუტებმა საკმაოდ დიდი მადა გამოავლინეს ამის მიმართ“,- განმარტავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე.

რაც შეეხება სრულფასოვანი ანალიზის გარეშე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხს, მისი საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს. ამასთან, თანხის გაცემისას, სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი არ უნდა იყოს 50%-ზე მეტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ბანკი იპოთეკურ სესხს გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე გასცემს, მას მოქალაქისთვის უზრუნველყოფილი ქონების ღირებულების მხოლოდ 50%-ის მიცემა შეეძლება.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პრესკონფერენციაზე განმარტა, ეს მხოლოდ დროებითი რეგულაციებია მანამდე, ვიდრე სესხის გამცემი ყველა დაწესებულებისთვის მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულყოფილად შეფასება სავალდებულო არ გახდება. სხვა შემთხვევაში კი სესხის გაცემა აიკრძალება. გვენეტაძის ინფორმაციით, ეს რეგულაციები ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია და მისი მიღება ამ წლის განმავლობაში იგეგმება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ რეგულაციების მიზანია, მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმების გარეშე სესხები აღარ გაიცეს.

„არსებობდა იმის რისკი, რომ მანამდე, სანამ დაგეგმილი რეგულაციები შევიდოდა ძალაში, ეს პორტფელი, რომელიც ისევ და ისევ ეხება გადამხდელუნარიანობის შესწავლის გარეშე გაცემულ სესხებს, საკმაოდ გაიზრდებოდა. აქედან გამომდინარე, როგორც დამატებითი ღონისძიება, ჩვენ გადავწყვიტეთ, 7 მაისიდან, გარკვეულწილად, ლიმიტი დავუწესოთ კომერციულ ბანკებს ასეთ სესხებთან დაკავშირებით. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი სესხის გაცემა მთლიანად შეჩერდება. არის რამდენიმე ბანკი, რომელსაც ლიმიტი მიღწეული აქვს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთაც ლიმიტისთვის ჯერ არ მიუღწევიათ. მათ შეუძლიათ გასცენ ასეთი სესხი“.

კობა გვენეტაძის ინფორმაციით, მსესხებელი, რომლის გადახდისუნარიანობა შემოწმდება, უფრო დაბალპროცენტიანი სესხის მიღებას შეძლებს, ვიდრე სხვა შემთხვევაში. მისივე თქმით, სარგებელი ორმხრივი იქნება ბანკისთვისაც და მომხმარებლისთვისაც და ორივე დაზღვეული იქნება, რომ აღებული სესხი ნამდვილად დაიფარება.  

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, მურთაზ კიკორიას განმარტებით, მათ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბანკებისა და მიკროსაფინანსოების მიმართ დავალიანების ოდენობა სწრაფი ტემპით იზრდება და სესხი,  ძირითადად, დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს აქვთ. დაგროვებული ფინანსური ვალდებულებები კი მათ მდგომარეობას აუარესებს. 

კიკორიას ინფორმაციით, 2019 წლის პირველი იანვრიდან, ყველა ორგანიზაცია, რომელიც 20 ადამიანზე მეტს ასესხებს ფულს, ანუ ვისაც გასესხების ბიზნესი აქვს, ვალდებული იქნება, ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია გაიაროს. მისი თქმით, რეგულაციები გამორიცხავს ე.წ. მევახშეობას, რადგან ეროვნული ბანკის მეთვალყურეობის გარეშე ამის გაკეთება სისხლისსამართლებრივად დასჯადი იქნება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^