Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნარკოტიკების მომხმარებელთა ქსელი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში შიმშილობას აანონსებს

08 მაისი, 2018 11:59

„ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი“ ხელისუფლებას რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებს და მოთხოვნებს აყენებს. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება 10 დღის განმავლობაში ამ მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, არ დაიწყება აქტიური მოქმედებები, ისინი შიმშილობას დაიწყებენ. გთავაზობთ მათ განცხადებას:

„უკანასკნელ დღეებში ჩვენს ქვეყანას თავს დაატყდა რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ტრაგიკული ტალღა, რამაც წაგვართვა ჩვენთვის ყველასათვის ფასეული არაერთი ახალგაზრდის სიცოცხლე.

„ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი“ გულისტკივილით  იზიარებს გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახების და მთლიანად საზოგადოების მწუხარებას.

ქვეყანაში ისევ მოქმედებს წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი მახინჯი ნარკოპოლიტიკის „მარეგულირებელი“ სისტემა, რომელიც დღემდე ზიანს აყენებს ათასობით ადამიანის ჯანმრთელობას, ნარკოტიკი ისევ  არის დასჯის იარაღი, ასეულობით ნარკოტიკების მომხმარებელი  ადამიანი  იხდის უსამართლო სასჯელს.

აღსანიშნავია, რომ ნარკოტიკების ბრუნვის წინააღმდეგ არსებული  სახელმწიფო პოლიტიკა  არ არის ეფექტური ნარკოდილერებთან ბრძოლის მიმართულებით. შედეგად მივიღეთ: ინტერნეტ სივრცე გამართული სისტემებით,  შავ ბაზარზე მოვაჭრე წვრილი დილერები, საზოგადოების თავშეყრის ადგილებსა და სააფთიაქო ქსელებში არასრულწლოვანებისთვის ნარკოტიკული საშუალებების და მათი ინგრედიენტების  შეუზღუდავი  ხელმისაწვდომობა.

2017 წელს ინიცირებული რეფორმის მთავარი ამოცანა იყო ძირითად პრინციპებზე აგებული კომპლექსური ხედვისა და პოლიტიკის ფორმირება, რომელიც პირველ რიგში გულისხმობდა:

·         მომავალი თაობის განათლებით და პრევენციით, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების საფრთხის არიდებას;

·          ნარკოტიკების მომხმარებლების ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფას;

·         მოხმარების დეკრიმიონალიზაციას, მიწოდების შემცირებას და ნარკომოვაჭრეთა დასჯის გამკაცრებას.

სამწუხაროდ ნარკოპოლიტიკის რეფორმას, ირაციონალური მოლოდინებით და პოპულისტური განცხადებებით არაერთგზის  შეეწინააღმდეგა პოლიტიკოსების ჯგუფი. რეფორმის მიმდინაეობის პროცესში  საზოგადოება ვერ იქნა უზრუნველყოფილი კანონპროექტთან  დაკავშირებული რეალური ინფორმაციით. კანონპროექტის ინიციატორმა პოლიტიკოსებმა ვერ უზრუნველყვეს რეფორმის მთავარი პრინციპების დაცვა.

დღეს საქართველოში ხელოვნურად გაყინულ ლოდს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის სახით ყოველდღიურად ეწირება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ნარკობაზარზე ფართოდ არის გავრცელებული მკვლელი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, ბობოქრობს სააფთიაქო ნარკომანია . ჩანაცვლებითი თერაპიის სერვისები არ არის არასაკმარისი და  პროგრამები ჯეროვნად ვერ ასრულებენ საკუთარ დანიშნულებას

ჩვენი მოთხოვნები:

  • სასწრაფოდ დადგინდეს და მიეწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას რა ნივთირების მომხმარების შედეგად მოხდა ადამიანების გარდაცვალება;
  • სახელმწიფომ გაატაროს პრევენციული ზომები, მოხდეს მოსახლეობის დროული ინფორმირება მსგავსი ფაქტების თავიდან ასარიდებლად;
  • ჩატარდეს გამოიძიება ყველა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დადგინდეს ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების შემოსვლის წყარო, მათი რეალიზატორები და მფარველები, რათა კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი; 
  • მოხდეს რეცეპტურული სისტემიდან პრეპარატ ნალოქსონის ამოღება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ზედოზირების დროს. სამწუხაროდ რეცეპტურულ სიაში შეტანის გამო ეს პრეპარატი ხელმისაწვდომი არ არის;
  • განხორციელდეს ჩანაცვლებითი თერაპიის (ჩთ) პროგრამების  გეოგრაფიული მოცვის გაზრდა, უზრუნველყოფილი იქნას სუბოქსონის პროგრამის ფინანსური ხელმისაწვდომობა და განმახორციელებელი დაწესებულებების მიერ მკურნალობის ხარისხზე კონტროლი;
  • სისტემურად დაინერგოს და ამუშავდეს სამკურნალო/სარეაბილიტაციო ცენტრები;
  • დაუყონებლივ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ ინიცირებულ  კანონპროექტზე - მთავარი პრინციპების დაცვით: მოხმარებაზე სისხლის სამართლის დევნის გაუქმება, პრევენცია და ჯანდაცვის სასიცოცხლო სერვისების ხელმისავდომობა.

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დროულად არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი“ (GeNPUD) იძულებული იქნება მიმართოს პროტესტის უკიდურეს ზომას", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^