Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობახიძე: აპრიორი არც ნარკოპოლიტიკის გამკაცრებისკენ ვიხრებით და არც ლიბერალიზაციისკენ

09 მაისი, 2018 12:41

თუ მკაცრი პოლიტიკით არის შესაძლებელი ნარკომოხმარების შემცირება, აქეთ წავალთ, თუ უფრო ლიბერალური პოლიტიკა შეუწყობს ამას ხელს, წავალთ მეორე მხარეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი აპრიორი არც ნარკოპოლიტიკის გამკაცრებისკენ იხრება და არც ლიბერალიზაციისკენ - მთავარია, შემცირდეს ნარკომოხმარება და იყოს მაქსიმალურად რაციონალური სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა. 

„ჩვენ ოთხი კვირით გავაგრძელეთ შესაბამისი კანონპროექტის განხილვის ვადა. მოგეხსენებათ, არის არსებითი აზრთა სხვადასხვაობა კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენი არსებითი ამოცანაა, შევაჯეროთ პოზიციები და ეს უნდა გაკეთდეს მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში იმისათვის, რომ სესიის ბოლომდე, ანუ ივნისის ბოლომდე, ჩვენ მოვახერხოთ შესაბამისი კანონპროექტის მიღება",- განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^