Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობისათვის სამინისტრო პროექტს იწყებს

10 მაისი, 2018 17:46

სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს. 

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების (მათ შორის, ინკლუზიური ახალგაზრდების) სამეწარმეო უნარის განვითარების ხელშეწყობას, მათთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებასა და დასაქმების პოტენციალის გაზრდას ითვალისწინებს. 

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, საქართველოს ოთხი ახალგაზრდული კავშირი  ფინანსურ მხარდაჭერის სახით ნახევარ მილიონ ლარზე მეტს მიიღებს, რათა მათ სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობებზე იმუშაონ.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, იგეგმება შემდეგი საქმიანობები::

·         ახალგაზრდობაზე ორიენტირებული შრომის ბაზრის შეფასება და ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, შესაბამისი სატრენინგო მოდულების და ონლაინ პლატფორმების შემუშავება.

·         საჭირო უნარების განვითარების მიზნით, დაუსაქმებელი და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების მომზადება/გადამზადება.

·         ქვეყნებს შორის ახალგაზრდების დასაქმების პრაქტიკის გაცვლის ღონისძიებების მოწყობა.

·         შრომის კანონმდებლობაზე, ჩართულობასა და თანასწორობაზე, საგადასახადო კანონმდებლობაზე, დასაქმებულთა უფლებებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების ორგანიზება.

·         დისკუსიების ჩატარება ხელისუფლების, დასაქმების, ახალგაზრდობისა და განათლების საკითხებზე მომუშავე პირების მონაწილეობით დიალოგისა და უკეთესი პრაქტიკის გაზიარებისთვის.

პროექტს - ,,ახალგაზრდები ცვლილებებისთვის” უკეთესი უნარები წარმატებული მომავლისათვის’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი, ევროკომისიის პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაცია - ,,Save the Children Nederland’’  ერთად განახორციელებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^