Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ქართული მარში“ ორშაბათს რუსთაველზე შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოსვლას გეგმავს

13 მაისი, 2018 10:26

„ქართული მარში“ და „ქართული იდეა“ თანამოაზრეებთან ერთად 14 მაისს რუსთაველზე შეკრებილი მოქალაქეების საწინააღმდეგოდ გამოსვლას გეგმავენ. ყოფილმა პარლამენტარმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ რთული იყო მათი გაერთიანების გადაწყვეტილება, მაგრამ „ჟამთა სიავის“ გამო ეს ერთობა შედგა და 14 მაისს ისინი რუსთაველზე მსვლელობას გეგმავენ.

„ჟამთა სიავეს ქართული საზოგადოება არაერთგზის გაუერთიანებია ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში. მე ძალიან კარგად ვიცი, რაოდენ დიდია თქვენი მოლოდინი ჩვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. რთულმა მდგომარეობამ, რაც გამოწვეულია ნარკოპროპაგანდისტების, სოდომისტების და რეაქციონერი ძალების ურთიერთშეთანხმებით გამოიწვია ჩვენი დედაქალაქის ცენტრის პარალიზება, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება და ერთობა შედგა“, - თქვა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

„ქართული მარში“ თანამოაზრეებთან ერთად მსვლელობას ორშაბათს 14:00 საათზე ფილარმონიიდან დაიწყებს. „ვიკრიბებით სრულიად ერი და ბერი. რომ მსვლელობით მივიდეთ რუსთაველის გამზირზე, რადგან შემდეგში საზეიმოდ შევძლოთ დიდი საუფლო დღესასწაულის ამაღლების ჩატარება 17 მაისს“, - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

„ლიბერალი“ ემიჯნება დისკრიმინაციულ და ჰომოფობიურ განცხადებებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^