Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

MDF-ის ანგარიში: ანტიდასავლური პროპაგანდა პარტიებსა და საზოგადოებრივ მოძრაობებში

14 მაისი, 2018 15:06

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ერთწლიანი მედიამონიტორინგის შედეგების ანალიზი წარმოადგინა, რომლის მიზანი 2017 წელს ქართულ მედიაში გამოვლენილი ანტიდასავლური გზავნილების და ყალბი ინფორმაციის ტიპოლოგიის შესწავლა იყო.

ანგარიშში ნათქვამია, რომ პარტიებიდან ანტიდასავლური გზავნილების მხრივ, 2016 წლის მსგავსად, კვლავ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა ლიდერობს -130 შემთხვევა

  • „პატრიოტთა ალიანსი“ -91,
  • „ქართული დასი“ - 44
  • „სოციალისტური საქართველო“ - 40

ამ უკანასკნელის ლიდერი ტვ „ობიექტივის“ წამყვანიც არის და მედიის ნაწილშიც ფიგურირებს. შემდეგ ადგილებზე არიან ყოფილი ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები - სულ  25 შემთხვევა. 

  • „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ - 22,
  • „მემარცხენე ალიანსი“ - 17
  • უცხო ქვეყნების, მათ შორის რუსეთის, პოლიტიკოსები -16
  • „თავისუფალი საქართველო“ -15
  • „ეროვნულები“ -13

სხვადასხვა პარტიაში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ცალკეული წევრებიც ფიგურირებენ. სულ 6 შემთხვევა. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ნატოს ერთობლივ წვრთნას რუსეთის პროვოცირებად და საომარი მოქმედებების ესკალაციის საფრთხედ აფასებდა პარტიების უმრავლესობა, ისევე, როგორც ნატოში ინტეგრაციას – თურქეთის ინტერვენციად და ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვად.

„ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კონსტიტუციაში ჩანაწერის წინააღმდეგ პოზიცია ღიად მმართველი პარტიის ერთმა წარმომადგენელმა გამოხატა, 2008 წლის ომის დაწყებაზე რუსეთიდან პასუხისმგებლობის საქართველოს წინა ხელისუფლებაზე გადატანას კი „ქართული ოცნების“ კაბინეტის წევრი ცდილობდა: ნუკრი ქანთარია, „ქართული ოცნება“: „წინააღმდეგი ვარ, კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში იმის ჩაწერისა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია“ („ასავალ-დასავალი“, 12-18 ივნისი).

დავით სერგეენკო, ჯანდაცვის მინისტრი: „რუსეთის ქმედებების აღწერისას, ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, ტერმინი „მცოცავი ოკუპაცია“ გამოიყენება, რომელიც თავისი საფუძველით არ არის სწორი. ეს არანაირი მცოცავი და ეტაპობრივი არ არის. ეს არის იმ ფარგლების, იმ „საზღვრების“ დადგენა, რომელსაც 2008 წელს, ძალიან სამწუხაროდ, ლეგიტიმაცია მაშინდელმა მთავრობამ გაუკეთა“ („რუსთავი 2“, „კურიერი“, 3 ივლისი, მარშალპრესი, 3 აგვისტო, „საქინფორმი“, 7 აგვისტო).

ნუკრი ქანთარია, „ქართული ოცნება“: „არასდროს დამიმალავს, რომ ჩემთვის, როგორც მართლმადიდებლისა და ამ ქვეყნის შვილისთვის, მიუღებელია ერთსქესიანთა ქორწინება. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ჩემი პასუხი ჟურნალისტის შეკითხვაზე: „არის ქვეყნები, სადაც გადაღებულია კლიპები – საბავშვო ბაღში შემოდის მასწავლებელი და ამბობს, აბა, ვის ჰყავს ორი მამა? და უკრავენ ტაშს. შემდეგ გამოდის ისევ და კითხულობს, აბა, ვის ჰყავს ორი დედა? და ისევ უკრავენ ტაშს. მე არ მგონია, რომ, აი, ის ბავშვები გაიზრდებიან ჯანსაღი და სრულყოფილი ფსიქიკის. ჩვენ ვართ ძალიან ცოტანი, გავუფრთხილდეთ ჩვენს ჯიშს და ჩვენს მომავალს – რაიმე ფორმით არის ანტიდასავლური განცხადება და ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსს“ (მარშალპრესი, 19 აპრილი).

მედია მონიტორინგის შედეგად სულ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ანტიდასავლური გზავნილები გამოვლინდა. 

  • „სახალხო კრება“ - 34
  • „უფლებადამცველთა გაერთიანება“ - 38
  • „გლობალური კვლევების ცენტრი“ - 29
  • „ქართული მარში“ - 28
  • „ევრაზიული ინსტიტუტი“ - 24
  • „სტალინი“ - 11

ანგარიში 2017 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. შესავალ ნაწილში წარმოდგენილია კვლევის მთავარი მიგნებები, მეთოდოლოგია და ერთიანი რაოდენობრივი მონაცემები წყაროების მიხედვით. მეორე ნაწილში მიმოხილულია პროპაგანდის სტრატეგია და მეთოდები. ბოლო ნაწილში კი იმ წყაროების პროფილებია მოცემული, ვინც ყველაზე მეტად გამოირჩევა ანტიდასავლური რიტორიკით. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^