Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

MDF-ის ანგარიში - ოთხი მედია, რომელიც ანტიდასავლური გზავნილების მთავარი წყაროა

14 მაისი, 2018 15:20

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ერთწლიანი მედიამონიტორინგის შედეგების ანალიზი წარმოადგინა, რომლის მიზანი 2017 წელს ქართულ მედიაში გამოვლენილი ანტიდასავლური გზავნილების და ყალბი ინფორმაციის ტიპოლოგიის შესწავლა იყო. დაკვირვება როგორც მედიასაშუალებებზე, ასევე სხვა წყაროებზე - პოლიტიკურ კლასზე, სასულიერო პირებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებზე მიმდინარეობდა.

მონიტორინგის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა: 2017 წელს მონიტორინგის სუბიექტ 17 მედია საშუალებაში სულ 1967 ანტიდასავლური კომენტარი გამოვლინდა. უფრო კონკრეტულად კი გამოიკვეთა 4 ძირითადი მედია (Geworld.ge, საქინფორმი, ტვ „ობიექტივი“, „ასავალ-დასავალი“), რომელიც ანტიდასავლური გზავნილების მთავარი წყარო იყო.

როგორც კვლევის ანგარიშშია ნათქვამი, წინა წლებთან შედარებით თითქმის გასამმაგებულია ანტიამერიკული გზავნილები (25,9%), რომელთაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი (18,4%) და დასავლეთი (14,1%) მოსდევენ.

ასევე, კვლევის შედეგებით, 2016 წელთან შედარებით გაორმაგებულია გზავნილები ევროკავშირის წინააღმდეგ (13,4%), მაშინ, როცა იდენტობის დაკარგვასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ანტიდასავლურ კონტექ- სტში გაკეთებული კომენტარები (12,9%) თითქმის განახევრებულია.

წინა წლებისგან განსხვავებით, კვლევის ანგარიშში ნათქვამია, რომ ასევე ვხვდებით უფრო მკაფიო შეფასებებს რუსეთის დასავლეთის ალ- ტერნატივად წარმოჩენისა და საბჭოთა კავშირის იდეალიზების მხრივ (7,2%).

კვლევის ანგარშის თანახმად, ანტიდასავლური გზავნილების მთავარი წყარო, წინა წლების მსგავსად, მედია (827) იყო, რომელსაც პოლიტიკოსები (463) და საზოგადოება (411) მოსდევენ; შემდეგ ადგილზე არიან საზოგადოებრივი ორგანიზაციები (230) და სასულიერო პირები (37).

მედია მონიტორინგის შედეგად სულ 33 საზოგადოებრივი ორგანიზაციის ანტიდასავლური გზავნილი გამოვლინდა, რომელთაგან ყველაზე აქტიური ულტრამემარჯვენე გაერთიანება „ქართული მარში“, გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობასთან დაკავშირებული „სახალხო კრება“, „ევრაზიული ინს- ტიტუტი“, „უფლებადამცველთა გაერთიანება“, „გლობალური კვლევების ცენტრი“ და „სტალინი“ იყო.

კვლევის ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: ანტიდასავლური პროპაგანდა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^