მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ერთწლიანი მედიამონიტორინგის შედეგების ანალიზი წარმოადგინა, რომლის მიზანი 2017 წელს ქართულ მედიაში გამოვლენილი ანტიდასავლური გზავნილებისა და ყალბი ინფორმაციის ტიპოლოგიის შესწავლა იყო.
სასულიერო პირებიდან ყველაზე აქტიური ანტიდასავლური გზავნილებით გამოირჩეოდნენ ბასილ მკალავიშვილი და ავჭალის ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი გიორგი რაზმაძე.
სასულიერო პირები ანტიდასავლური გზავნილები:
- ბასილ მკალავიშვილი -10 ( ამჟამად არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს)
- გიორგი რაზმაძე 7
- დავით ისაკაძე 4
- გრიგოლ მეზვრიშვილი 4
დასავლურ სივრცეში იდენტობის დაკარგვის საფრთხის გარდა, სასულიერო პირების მხრიდან კეთდებოდა განცხადებები რუსეთის, როგორც მართლმადიდებელი ქვეყნის განსაკუთრებულ როლზე, ასევე, იმაზე, რომ წინა ხელისუფლებამ ომი ამერიკის დაკვეთით დაიწყო.
ანგარიში 2017 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. შესავალ ნაწილში წარმოდგენილია კვლევის მთავარი მიგნებები, მეთოდოლოგია და ერთიანი რაოდენობრივი მონაცემები წყაროების მიხედვით. მეორე ნაწილში მიმოხილულია პროპაგანდის სტრატეგია და მეთოდები. ბოლო ნაწილში კი იმ წყაროების პროფილებია მოცემული, ვინც ყველაზე მეტად გამოირჩევა ანტიდასავლური რიტორიკით.